Image

"ჩელსიმ" 2 ტრანსფერი შეათანხმა!

image
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ 2 საათიღა დარჩა. ამასობაში კი "არისოტოკრატებმა" 2 ტრანსფერი განახორციელეს. საუბარია "ტორინოს" მცველზე - დეივიდ ზაპაკოშტაზე და "ლესტერის" ნახევარმცველ - დენი დრინქვოტერზე.

ზაპაკოშტა 3 წელია, რაც სერია ა-ში მოღვაწეობს. მას ამ დროის განმავლობაში 88 თამაშის ჩატარება შეძლო. თავის გამოჩენა კი სულ 12 ჯერზე მოახერხა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. 25 წლის იტალიელი მცველი პასების სისწრაფით, დრიბლინგითა და პასების სიზუსტითაც გამოირჩევა (80.1%). ზაპაკოშტასა სანაცვლოდ, "ტორინო" 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

"ჩელსიმ" 2 ტრანსფერი შეათანხმა!

რაც შეეხება დრინქვოტერს, 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი "ლესტერის" რიგებში 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან "მელიებთან" სულ 218 თამაში ჩაატარა და 14-ჯერ აიღო მეტოქის კარი. აღნიშნული ტრანსფერი "ლურჯებს" 35 მილიონი დაუჯდათ.

აღნიშნული ფეხბურთელები უკვე კობჰემის ბაზაზე იმყოფებიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან.

იქნება თუ არა კიდევ ტრანსფერები "ჩელსიში" ჯერჯერობით უცნობია. საუბარია, რომ "არისტოკრატები" "ლესტერის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, მაჰრეზის გადაბირებას ცდილობენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Vanusi77 1 სექტემბერი 2017 01:44
მალადეცცცცც, ლიგა ჩვენიააააააააააააააააააა :D
CHELSEA.FC 1 სექტემბერი 2017 01:52
ციტატა: Vanusi77
მალადეცცცცც, ლიგა ჩვენიააააააააააააააააააა :D

არ არიან ცუდი ფეხბურთელები, მართალია დიდი სახელის მქონენი არ არიან, მარა ალონსოსავით და აზპისავით მუშა ფეხბურთელები არიან და სათადარიგოსთვის მშვენიერი ვარიანტებია
Vanusi77 1 სექტემბერი 2017 01:54
ციტატა: CHELSEA.FC
ციტატა: Vanusi77
მალადეცცცცც, ლიგა ჩვენიააააააააააააააააააა :D

არ არიან ცუდი ფეხბურთელები, მართალია დიდი სახელის მქონენი არ არიან, მარა ალონსოსავით და აზპისავით მუშა ფეხბურთელები არიან და სათადარიგოსთვის მშვენიერი ვარიანტებია



არა წელს დანძრეული აკ ჩელსის მაგაზე საუბარი არაა , ალონსო მუშაცაა და ბურთი იცის სასწაულად , ისეთი კაცის შვილიშვილი და შვილია მაგან უნა ითამაშოს ფეხბურთი აბა ვინ უნდა ითამაშოს.
beqa 1 სექტემბერი 2017 07:15
არა ცუდიიი დამიჯერეთ ეს ორი მოთამაშე
gela123 2 სექტემბერი 2017 00:05
araushavs cudi namdvilad araa
Luka Okujava 3 სექტემბერი 2017 10:09
მაჰრეზი დაგვხატავდა მაგრამ არაუშავს)) <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image