რა ხდება ლონდონური ტრიოს გარშემო? » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

რა ხდება ლონდონური ტრიოს გარშემო?

image
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძლება იტქვას, რომ "ჩელსის" მტავარი საზრუნავი ფეხბურთელების შენარჩუნებაა. განსაკუთრებით ეს სამ მათგანს ეხება - ტიბო კურტუას, ვილიანსა და ლიდერ ედენ აზარს.

კურტუას აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს". მაგრამ, ამ ტრანსფერის გაოფიციალურება ჯერაც არ მომხდარა. გუშინ, ბელგიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა განაცხადა, რომ კურტუა აუცილებლად გადავა "რეალში". დღეს კი, "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორაცია გავრცელდა: "ჩელსის" ხელმძრვანელობა არ აპირებს კურტუას გაყიდვას, რომელსაც კონტრაქტი 1 წელში უმტავრდება და მომავალ ზაფხულამდე ეცდება მის დაყოლიებას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც არისტოკრატებმა ალისონის ტრანსფერისთვის ბრძოლა წააგეს. თუმცა, ამის შემდეგ "ჩელსის" არაერთი მეკარე დაუკავშირეს, განსაკუთრებით კი, ლივერპულის "ევერტონის" ახალგაზრდა კიპერი ჯორდან პიკფორდი, მაგრამ როგორც ჩანს, პიკფორდი ლონდონურ კლუბში არ გადავა.

რაც შეეხება ბრაზილიელ ვილიანს: მისით აქტიურად ინტერესდება ერთბაშად სამი კლუბი - "მან.იუნ", "ბარსელონა" და კვლავ მადრიდის 'რეალი". თუმცა, ტავად ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ის ლონდონში ბედნიერია და არსად გადასვლას არ აპირებს. ასე, რომ ვილიანი დიდი ალბათობით კვლავ "ჩელსისთვის" გაიტანს.

ედენ აზარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია. შეგახსენებთ, რომ მის გვარს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს", თუმცა დრო გადის, ედენი კი კვლავ "ჩელსის" საკუთრებაა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image