"ჩელსი" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

"ჩელსი" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა

image
ინგლისის ასოციაციის თასის მეორე ფინალისტი ცნობილია. ლონდონის „ჩელსისა“ და „საუთჰემპტონს“ შორის „უემბლიზე“ გამართული მატჩი „არისტოკრატების“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

პირველ ტაიმში მიუხედავად მცდელობებისა გოლები არ გასულა. მეორე ტაიმის დებიუტში კი ლონდონის „ჩელსი“ დაწინაურდა. თავი ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა. შეხვედრის მე-80 წუთზე გოლის ავტორი, ოლივიე ჟირუ, ალვარო მორატამ შეცვალა. შემოსვლიდან 2 წუთში კი ესპანელმა მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.


გუნდების შემადგენლობა

ჩელსი: კაბალიერო, კეჰილი, ასპილიკუეტა, რუდიგერი, ემერსონი, ფაბრეგასი (პედრო, 76), მოზესი, კანტე, ვილიანი (ბაკაიოკო, 64), აზარი, ჟირუ (მორატა, 80).

საუთჰემპტონი: მაკარტი, ბერტრანდი, სედრიკ სუარეში, იოშიდა, ჰუდტი, ბედნარეკი (გაბიადინი, 78), რომეუ, ჰეიბერგი (ტადიჩი, 63), ლემინა, ლონგი (რედმონდი, 63), ოსტინი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image