8 წუთში შესრულებული ქამბექი
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტური ფანტასტიკური შეხვედრით დაიწყო - ლონდონის "ჩელსი" სტუმრად აუტსაიდერ "საუთჰემპტონს" შეხვდა და ბრწყინვალე ქამბექი შეასრულა.
“წმინდანები” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” დაუხვდნენ, რომელიც უდიდესი ალბათობით ოთხეულს მიღმა დარჩება. მასპინძლები ტადიჩის და ბედრანეკის გოლებით 70-ე წუთამდე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ რვაწუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა და მარკ ჰიუზის გუნდი საერთოდ უქულოდ დარჩა: ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, 75-ე წუთზე ედენ აზარი ვილიანის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ პასს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში უყურადღებოდ დარჩენილმა ჟირუმ დუბლი გაიფორმა და “ჩელსიმ” მშვენიერი “ქამბექით” იმარჯვა, ხოლო “საუთჰემპტონი” მე-17 ადგილოსან “სუონსის” უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები:
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.