Image

28 წლის შემდეგ პირველად: "ტოტენჰემმა" "ჩელსის" სტუმრად მოუგო

image
ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. 28 წლის შემდეგ, "ტოტენჰემმა" პირველად მოიპოვა გამარჯვება "სტემფორდ ბრიჯზე". სტუმრებმა ფენომენალური თამაში აჩვენეს და დამსახურებულად მოიგეს. გუნდის ბომბარდირმა, ჰარი კეინმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.

პირველი ტაიმის დასაწყისში ალვარო მორატამ ვიქტორ მოზესის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენის მიერ გატანილი გოლი, რომლითაც "ტოტენჰემი" შესვენებაზე ასყაიმო ანგარიშით გავიდა. მეორე ნახევარში, დელე ალიმ 4 წუთინ მონაკვეთში შეძლო 2 გოლის გატანა, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა საბოლოო შედეგისთვის.

"ჩელსის" აქტივში 56 ქულა დარჩა და ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ტოტენჰემი" მეოთხე ადგილზე დარჩა და "ლივერპულთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ "ტოტენჰემს" ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

გუნდების შემადგენლობები

ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი, მოზესი (ჟირუ, 81), კანტე, ფაბრეგასი, აზარი, ვილიანი, ალონსო (ემერსონი, 83), მორატა (ჰადსონ-ოდოი, 88).

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი, დეივისი, დემბელე, დაიერი (ვანიამა, 81), ერიქსენი, ალი, ლამელა (სისოკო, 88), სონ ჰინ მინი (კეინი, 74).
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image