Image

მნიშვნელოვანი სამი ქულა

image
დასრულდა "პრემიერ ლიგის" შეხვედრა სადაც ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

როგორც იქნა ანტონიო კონტეს გუნდმა "პრემიერ ლიგაში" მოგების გემო გაიხსენა, წინა ორ ტურში "ლურჯები" "წითელ ეშმაკებთან" და "სიტისთა" დამარცხდნენ, დღეს კი მათ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლეს. შეხვედრაში პირველი გოლი ვილიანმა კანტეს გადაცემით მატჩის 25-ე წუთზე გაიტანა, მეორე გოლი კონტეს ბიჭებმა ზუსტად 7 წუთში გაიტანეს, ზაპაკოსტას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მარტინ კელიმ გადაგზავნა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარში "არისტოკრატები" დომინირებდნენ და რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა ჟირუს თუმცა ფეხბურთელს დღევანდელ შეხვედრაში ნამდვილად არ უმართლებდა. სტუმრებმა გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს საბოლოო ანგარიში ვან ჰალოტმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით კონტეს გუნდი პრემიერ ლიგაში კვლავ მეხუთე პოზიციაზე რჩება და მეოთხე ადგილოსან ტოტენჰემს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მამლებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ლურჯები მესამე ადგილზე მყოფ ლივერპულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მორიგ შეხვედრას ჩელსი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას ბარსელონასთან ჩაატარებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image