Image

მარცხი და მეხუთე ადგილი

image
დასრულდა პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს, ედენ აზარის გადაცემით ვილიანმა იხეირა და ძლიერი დარტყმით აიღო დავიდ დე ხეას კარი. თუმცა, მასპინძლების პასუხმაც პრაქტიკულად არ დააყოვნა - ძლიერ გუნდებთან უგოლო სერიის ნავსი რომელუ ლუკაკუმ გატეხა და ტაბლოზე წონასწორობაც აღადგინა.

მეორე ტაიმიც საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა, გადამწყვეტი უპირატესობა "წითელმა ეშმაკებმა" მოიპოვეს, მატჩის 75-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გატანილ გოლს საგოლე გადაცემა მიუმატა, ლინგარდმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "მანჩესტერმა" 59 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიბრუნა, "ჩელსი" კი, 53 ქულით, მეხუთე ადგილზე ჩაქვეითდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

anzori 7 მარტი 2018 01:16
aba ra gegonat tqve karg motynulebo
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image