Image

პირველი გამარჯვება 2018 წელს

image
დასრულდა პრემიერ ლიგის 24-ე ტურის სასტარტო შეხვედრა, რომელშიც "ბრაიტონმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და ვერაფერი ვერ დაუპირისპირა.

ანტონიო კონტეს გუნდმა უკანასკნელ პერიოდში ზედმეტად ბევრი ფრე ითამაშა და სატურნირო ცხრილშიც საკმარისზე მეტი ქულა დაკარგა, რამაც "ლივერპულს" მისი გადასწრებსი საშუალება მისცა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ნაცვლად, "არისტოკრატებს" ოთხეულში ადგილის განაღდებაზე უწევთ ნერვიულობა.

თუმცა, ამ შეხვედრაში კონტეს გუნდისთვის ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა - შეხვედრის მესამე წუთზე ანგარიში ედენ აზარმა გახსნა და მასპინძელთა განადგურებას დაუდო სათავე. უკვე მეექვსე წუთზე ვილიანმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო და 0:4 იმარჯვა. ამ გამარჯვებით ლონდონელები 50 ქულით მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტოლდნენ ქულებით, თუმცა, მოურინიოს გუნდი თავის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image