Image

"ჩელსიმ" "ნორვიჩი" პენალტების სერიაში დაამარცხა

image
ინგლისის თასის მე-3 რაუნდში "ჩელსიმ" სტუმრად ვერ მოახერხა ჩემპიონლიგაზე მე-13 ადგილზე მყოფი "ნორვიჩის" დამარცხება, გადათამაშება "სტემფორდ ბრიჯზე" დაინიშნა, სადაც "არისტოკრატები" 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ დავიდ ლუისის შეცდომის შედეგად ჯამალ ლევისმა 90+4-ე წუთზე თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, გულშემატკივრებმა კი ბრაზილიელს ობსტრუქცია მოუწყვეს.

დამატებითი დროის 117-ე წუთზე მსაჯმა პედრო გააძევა, ხოლო 120+1-ე წუთზე ჯერ სიმულაციისთვის, ხოლო შემდეგ კამათისთვის ალვარო მორატას უჩვენა ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი, "გააწითლა" და სულ ცოტა ხნით მასპინძლები მოედანზე ცხრანი დარჩნენ.

პენალტების სერიაში ლონდონელებმა იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე "გაღოღდნენ". ნამატჩევს მათმა


"ჩელსის" მხრიდან თერთმეტმეტრიანები უილიანმა, ლუიზმა, ასპილიკუეტამ, კანტემ და აზარმა შეასრულეს და ხუთივემ შეძლო გატანა.

"ნორვიჩის" მხრიდან მე-2 დარტყმა ოლივეირამ ვერ გაიტანა. ამ ეპიზოდში კაბალიერომ შესანიშნავად ითამაშა და ულამაზესი პენალტი მოიგერია.

მენეჯერმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ არბიტრს ვილიანის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა, ხოლო მორატას, რომელსაც ყველა ტურნირზე აგერ უკვე მეექვსე მატჩია გოლი ვერ გააქვს, თავშეკავება მართებდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image