Image

მორიგი სამი ქულა

image
პრემიერლიგის მე-15 ტურის გახსნით შეხვედრაში ლონდონის „ჩელსიმ“ „ნიუკასლი“ მიიღო და 3-1 იმარჯვა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-12 წუთზე თავი დუაით გეილმა გამოიჩინა. მას შემდეგ ლონდონელები დომინირებდნენ და პირველსავე ტაიმში მოახერხეს თამაშის შემობრუნება. 21-ე წუთზე ედენ აზარმა წონასწორობა აღადგინა. 33-ე წუთზე კი ალვარო მორატამ ვიქტორ მოსესის პასით ისარგებლა და მორიგი გოლი გაიტანა თავით.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. შეხვედრის 74-ე წუთზე „კაჭკაჭების“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ედენ აზარი მივიდა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი (კეჰილი, 81'), რუდიგერი; მოსესი, დრინკვოტერი, ფაბრეგასი (ბაკაიოკო, 79'), კანტე, ალონსო; აზარი (ვილიანი, 79'); მორატა

ნიუკასლი: დარლოუ; მანკილიო, ლეხეუნე, კლარკი; დიამე (შელვი, 75'), მერინო (იედლინი, 85'); რიჩი, პერესი (ჰეიდენი, 62'), მერფი; გეილი
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
მუსონდა - 15.12.2017-მდე
Image