Image

ფრე "ენფილდზე"

image
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა: - მერსისაიდულმა "ლივერპულმა" ენფილდზე" ლონდონის "ჩელსი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1-1 დაასრულა.

აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ზემოხსენებული კლუბებისთვის გასამართი მატჩი 21-ე საუკუნეში, რანგით 55-ე იყო, თანაც, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, "ლივერპულს" საშინაო არენაზე, მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაუშვებული, ისიც "ბარნლისთან", შესაბამისად, ჩნდებოდა კითხვა, შეძლებდა თუ არა ნავსის გატეხვას "ჩელსი."

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდმა სცადა ერთი-მეორეს შეცდომების გამოყენება, თუმცა მოწინააღმდეგეების საგოლე მცდელობები უშედეგო გამოდგა. ფეხბურთის გულშემატკივარმა პირველი გოლი 65-ე წუთის მიმდინარეობისას იხილა. მერსისაიდელთა რიგებიდან მოჰამედ სალაჰი გამოირჩა და ტაბლოზე ნაჩვენები ნულოვანი ფრე მასპინძლების სასარგებლოდ შეცვალა (1-0).

ფეხბურთის ნეიტრალური ქომაგებისთვის სამწუხაროდ, დაპირისპირება უხვგოლიანი არ გამოდგა. მატჩის მიწურულს "ჩელსიმ" გაიბრძოლა და შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მე-2 გოლი დაფიქსირდა: 1-1. ლონდონელები მარცხისგან ვილიანმა იხსნა (85').

მატჩის მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ 2 წუთში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდა.


გუნდების შემადგენლობები

ლივერპული: მინოლე, კლავანი, მატიპი, მორენო, გომესი, ჰენდერსონი, მილნერი, კოუტინიო, ჩემბერლენი, სალაჰი სტარიჯი;

ცვლილება: ვაინალდუმი (66'), ლალანა (89'), მანე (89');


ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი, ზაპაკოსტა, ალონსო, დრინქუოთერი, კანტე, ბაკაიოკო, აზარი, მორატა;

ცვლილება: ფაბრეგას (74'), პედრო როდრიგესი (77'), ვილიანი (83').
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image