Image

"ჩელსიმ“ მორატას გოლით მოიგო

image
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მთავარი თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და ლონდონის "ჩელსის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

ჟოზე მოურინიო საკუთარი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "არისტოკრატებმა" მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშეს და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაჯაბნეს.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში სესარ ასპილიკუეტას ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ ალვარო მორატამ გაიტანა და "ლურჯებს" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ანტონიო კონტეს გუნდმა 22 ქულა დააგროვა და წინ მყოფ "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.


შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა; ზაპაკოსტა (რუდიგერი 66'), ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი, ალონსო; ფაბრეგასი (დრინქვოთერი 79'), კანტე, ბაკაიოკო; აზარი (ვილიანი 87'), მორატა.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, ჯონსი (ფელაინი 63'), იანგი (ლინგარდი 79'); მატიჩი, ერერა; მხითარიანი (მარსიალი 63'); ლუკაკუ, რეშფორდი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

zouma5 5 ნოემბერი 2017 22:45
აბა რა ეხა გახურედება ჩემპიონატი
Joe
Joe 6 ნოემბერი 2017 01:34
იმედია სადღაც დაუცდება ფეხი გვარდიოლას გუნდს და დაკარგავენ ქულებს, ჩვენ კიდევ რაც შეიძლება ნაკლები უნდა დავკარგოთ )
CHELSEA.FC 6 ნოემბერი 2017 16:13
აუცილებლად დაუცდება ფეხი სიტის, გამორიცხულია გუნდმა ერთ დონეზე ჩაატაროს მთელი ჩემპიონატი. მთავარია ჩვენ ავკრიფოთ დაგეგმილი ქულები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image