Image

"ჩელსი" იტალიაში დამარცხდა

image
ეს იყო საფეხბურთო გაკვეთილი: “რომამ” სუპერ ფეხბურთი დაუპირისპირა “ჩელსის” და შინ დამწუხრებული გაუშვა – 3:0. “მგლები” მე-40 წამზე დაწინაურდნენ. სტეფან ელ შაარავიმ ულამაზესი გოლი შეაგდო. სხვათა შორის, “რომას” ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. მერე, ნათელი იყო, რომ ანტონიო კონტეს გუნდი, რომელიც ლონდონში ბეწვზე გადაურჩა მარცხს, ბევრ ვერაფერს გახდებოდა და ასეც მოხდა. პირველივე ტაიმში ელ შაარავიმ კიდევ ერთი ლამაზი გოლი შეაგდო და დუბლი გაიფორმა, ხოლო “არისტოკრატების: კუბოში ბოლო ლურსმანი დიეგო პეროტიმ ჩააჭედა შორეული, ასევე ეფექტური გოლით. ამასობაში, “ჯალოროსიმ” იგლისური გუნდის წინააღმდეგ მისთვის სარეკორდო სხვაობით მოიგო, ხოლო “ჩელსის” იტალიაში თამაში ძალიან უჭირს. ამასობაში, “რომა” გალიდერდა ქვეჯგუში, ხოლო “ჩელსი” მეორეა. თუმცა, ინგლისის ჩემპიონს პელი-ოფში გასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეს.

გუნდების შემადგენლობა

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი (მანოლასი 76), ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი (ჟერსონი 75), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 87)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო


“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; რუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი (ვილიანი 56); ასპილიკუეტა, ფაბრეგასი (დრინკუოთერი 71), ბაკაიოკო, ალონსო; პედრო, მორატა (ბათჩუაი 75), აზარი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე


გოლები: 1:0 ელ შაარავი (1), 2:0 ელ შაარავი (36), 3:0 პეროტი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 10 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image