Image

დრამა " სტემფორდ ბრიჯზე" და გმირი ბატჩუაი

image
პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ „უოტფორდს“ უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.

შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა; ასპილიკუეტა, რუდიგერი, დავიდ ლუისი, კეჰილი, ალონსო (ვილიანი 68'); ფაბრეგასი, ბაკაიოკო; პედრო (ზაპაკოსტა 86'), მორატა (ბატშუაი 61'), აზარი.

უოტფორდი: გომეში; კიკო, მარიაპა (გრეი 90'), კაბასელე, ბრიტოსი, ჰოლებასი; კლევერლი, დუკარე; რ.ფერეირა (კარილო 65'), დინი (უოტსონი 80'), რიშარლისონი.


"არისტოკრატები" პერდო როდრიგესის ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს დუკარემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტო ფერეირამ "ბზიკები" წინ გაიყვანა.

თუმცა ანტონიო კონტეს გუნდი არ დანებდა და თამაშში დაბრუნდა. შეცვლაზე შემოსულმა მიჩი ბატშუაიმ თავით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის 87-ე წუთზე სესარ ასპილიკუეტამ ვილიანის ჩაწოდების შემდეგ "ჩელი" დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ბატშუაიმ კიდევ ერთი ბუთი გაიტანა და დუბლი გაიფორმა - 4:2!
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image