Image

ფრე რომასთან

image
“სტემფორდ ბრიჯზე” ნამდვილი სპექტაკლი დაიდგა – არაფერი აკლდა “ჩელსი” – “რომას” მატჩს: ულამაზესი გოლები, ფეხბურთელთა მაღალი საშემსრულებლო კლასი, დრამატიზმი...

დავიდ ლუიზის მოხდენილი შორეული გოლით “არისტოკრატები” მალევე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს ედენ აზარმა სხვაობა გაზარდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყდა. თუმცა, არა – იქვე, კოლაროვმა მარჯვენა ფლანგი გაარღვია და უძლიერესი დარტყმით შეარხია ტიბო კურტუას კარი – 2:1.

მეორე ტაიმში “რომამ” ინგლისის ჩემპიონი დაჩაგრა, ხოლო ედინ ჯეკო უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ბოსნიელმა თავიდან ფეხით, ერთი შეხებით ზღაპრული გოლი შეაგდო, ხოლო მერე კოლაროვის ფლანგურ პასს თავი საგოლედ შეაგება და “ჯალოროსი” დაწინაურდა – 2:3. ანტონიო კონტეს გუნდმა ორბურთიანი ფორ ა გაანიავა და მეტიც, მარცხის საშიშროების წინაშე დადგა. თუმცა, ჯეკოს დუბლს, დუბლითვე უპასუხა აზარმა – 3:3. ასე, დასრულდა ლონდონური შოუ. აქვე გეტყვით, რომ “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა: 2004 წელს “მონაკოსთან”, 2012 წელს “იუვენტუსთან” და ახლა, “რომასთან”.

“ჩელსი” 7 ქულით ლიდერია, “რომა” მეორე პოზიციას იკავებს (5 ქულა), ხოლო “ატლეტიკოს” აქტივში ჯერ მხოლოდ 2 ქულაა. “როხიბლანკო” სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, რომ პლეი-ოფში ვერ გავა. თუმცა, არც ის ივარგებს, რომ ესპანელები ნაადრევად ჩამოვწეროთ

“ჩელსი” (3-5-2): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; ძაპაკოსტა (რუდიგერი 77), ფაბრეგასი, დავიდ ლუიზი (პედრო 57), ბაკაიოკო, ალონსო; აზარი (ვილიანი 80), მორატა

მწვრთნელი: ანტონიო კონტე


“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, გონალსონსი, სტროტმანი (ფლორენცი 83); ჟერსონი (პელეგრინი 74), ჯეკო, პეროტი (ელ შაარავი 88)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (11), 2:0 აზარი (37), 2:1 კოლაროვი (40), 2:2 ჯეკო (64), 2:3 ჯეკო (70), 3:3 აზარი (75)

გაფრთხილება: ბაკაიოკო (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 13 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image