Image

რევიუ: ლესტერი 1-2 ჩელსი

image
დასრულდა პრემიერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, სადაც "ჩელსი" სტუმრად "ლესტერს" დაუპირისპირდა და მეტოქის მოედნიდან 3 ქულის წამოღება შეძლო.

მასპინძლებმა შეხვედრა თავიდან საკმაოდ კარგად დაიწყეს. საწყის წუთებში ბურთს ისინი ფლობდნენ და რამდენიმე შეტევაც განახორციელეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ უპირატესობას "არისტოკრატები" დაეუფლნენ, რომელიც ტაიმის მიწურულს გოლშიც გარდასახეს. ცეზარ აზპილიკუეტას ჩაწოდებულს თავური დარტყმით გამოეხმაურო ალვარო მორატა და ანგარიში გახსნა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანელ ფეხბურთელს უკვე 3 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა პრემიერლიგაში და ყველა მათგანი "თავურით" დააგვირგვინა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ჩელსიმ" ანგარიში 2-მდე გაზარდა. "მელიებს" შორეული დარტყმით გოლი ყოფილმა "მელიამ" - ნ'გოლო კანტემ გაუტანა. მასპინძლებმა დარჩენილ დროში მხოლოდ 1 გოლის გაქვითვა მოახერხეს, ისიც "არისტოკრატების" შეცდომის წყალობით. ანგარიში მინიმუმამდე ჯეიმი ვარდით თერთმეტ მეტრიანი დარტყმის წყალობით შეამცირა.


შემადგენლობები:

ჩელსი(3-5-2): კურტუა - აზპილიკუეტა, ლუიზი, რუდიგერი - მოზესი(ზაპაკოსტა 74'), კანტე, ბაკაიოკო, ფაბრეგასი(აზარი 78'), ალონსო - მორატა, პედრო(ვილიანი 63').
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ლესტერი(4-4-2): შმეიხელი - მორგანი, მაგუაირი, ფუქსი, სიმპსონი - ჯეიმსი(იჰენაჩო 78'), ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი(კინგი 45') - სლიმანი(გრეი 45'), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი


მიმოხილვა:

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

beqa 9 სექტემბერი 2017 22:16
ეს ჩელსიიი მომწონნს
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
მოზესი
მეტოქე - არსენალი
გამოკითხვა

რომელი ახალწვეული გაამართლებს ყველაზე მეტად?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image