Image

პრევიუ: "ბარსელონა" - "ჩელსი"

image
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ფანტასტიკური მატჩით დასრულდება. “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” და “ჩელსი” შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და წინ მართლაც ჩინებული 90 წუთი (თუ მეტი არა) გველოდება.

ისტორია გვაჩვენებს, რომ ამ წყვილში ბევრ რამეს უნდა ველოდოთ. თუმცა, ურთიერთშეხვედრებზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. იქამდე შეგახსენებთ, რომ ლონდონში გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესაბამისად, წყვილში ფავორიტად ესპანური გრანდი იქცა. თუმცა, არც ინგლისის მოქმედი ჩემპიონის ჩამოწერა იქნება მართებული.

“ბარსელონა” ახლოსაა ესპანეთის ჩემპიონობასთან, მაშინ, როდესაც “ჩელსი” ოთხეულში შესვლაზე ოცნებობს. კონტეს გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა უმნიშვნელოვანესია და შეიძლება ითქვას, მისი ლონდონში დარჩენა დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.

ორივე გუნდი თითქმის იდეალური შემადგენლობით ითამაშებს. მასპინძლებს დენის სუარესი არ ეყოლებათ, ხოლო ანდრეს ინიესტამ ტრავმა ახლახან მოიშუშა და შესაძლოა, სათადარიგო სკამზე ვიხილოთ. “არისტოკრატები” კი დავიდ ლუიზსა და როს ბარკლის მოისაკლისებენ.

საინტერესო ფაქტები:

ამ ორ გუნდს შორის უკანასკნელი ოთხი მატჩი "კამპ ნოუზე" ფრედ დასრულდა.
"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბარიერი რვაჯერ დაძლია და ოთხჯერ ამ სტადიაზე შეჩერდა.
ლონდონში, 20 თებერვალს, ლიონელ მესიმ "ჩელსის" კარში პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის მას ცხრა შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
თებერვლის მატჩამდე უკანასკნელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ლონდონელების გამარჯვებით დასრულდა, 2011/12-წლების ნახევარფინალში. მაშინაც, პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და ერთადერთი გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა.
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2004/05-წლების შემდეგ უცვლელად თამაშობს და მას შემდეგ, 13 შემთხვევიდან 11-ჯერ, შემდეგ ეტაპზე გასვლაც მოახერხა. ორივე ეს ფეხის დაცდენა ინგლისურ კლუბებთან შედგა. 2005 წელს კატალონიელები "ჩელსისთან" დამარცხდნენ, ორ წელიწადში კი, გასვლითი გოლის შედეგად - "ლივერპულთან".
"ჩელსის" "ბარსელონასთან" უკანასკნელი ცხრა შეხვედრაა არ წაუგია.
კატალონიელებმა ინგლისელების წინააღმდეგ 23 ორმატჩიანი დუელიდან 13-ში იმარჯვა. 2012 წელს "ჩელსისთან" გავარდნა იყო ერთადერთი უკანასკნელი შვიდი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან.
"ჩელსიმ" წარმატება იზეიმა ექვსიდან ოთხ შემთხვევაში, როდესაც პირველი მატჩი შინ, ფრედ დაასრულა.
ევროთასების პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" ფრე 24-ჯერ ითამაშა და შემდეგ ეტაპზე 19-ჯერ გავიდა.
"ჩელსიმ" ესპანური გუნდების წინააღმდეგ 10-ორმატჩიანი დაპირისპირება ჩაატარა (გავიდა 4-ჯერ, გამოვარდა 6-ჯერ)
წარმატების შემთხვევაში, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავა, რაც რეკორდია.
"ბარსელონამ" "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან სამი მოუგო, მაგრამ, მერვედფინალში ეს მაჩვენებელი თანაბარია - 1:1
კატალონიელთა უკანასკნელ ოთხ საჩემპიონთალიგო შეხვედრაში 3 გოლზე ნაკლები იყო გატანილი.
"ჩელსიმ" ბოლო ხუთ წელიწადში მერვედფინალზე შორს მხოლოდ ერთხელ გააღწია.
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში 2013 წლის სექტემბრიდან არ აგებს - 24 მატჩი.


მწვრთNელების ინტერიუ

ერნესტო ვალვერდე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “პირველ მატჩში “ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, თუმცა ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ახლა კი, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ისე, როგორც ვიცით თამაში. “ჩელსის” ნებისმიერი მომენტიდან შეუძლია გოლის გატანა. როდესაც ეს გუნდი თავს, რთულია მის კარში გოლის გატანა. გარდა ამისა, კონტრშეტევებზეც კარგად თამაშობენ. ასევე, სტანდარტული სიტუაციები... ამ ასპექტებს ყურადღება უნდა მივაქციოთ”.

ანტონიო კონტე (“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი): “ლონდონში ჩვენ შესანიშნავად, თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, შედეგი “ბარსელონას” დიდ უპირატესობას ანიჭებს. ვიცით, რომ ისინი ეცდებიან გაიმარჯვონ, მაგრამ ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. 90 წუთი კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და კომპაქტურად ვითამაშოთ”


სავარაუდო შემადგენლობები

“ბარსელონა” (4-4-2): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; პაულინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ანდრე გომეში; მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო; ვილიანი, მორატა, აზარი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე


скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image