Image

პრევიუ: "უნაიტედი" - "ჩელსი"

image
25 თებერვალს, თბილისის, დროით 18:05 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ჩელსის" მიიღებს და 3 ქულისთვის მორიგი ისტორიული დაპირისპირება გაიმართება. 25-ე ტურში ამ მატჩის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ორივე კლუბი ოთხეულშია და მე-3 ადგილზე მყოფ "ეშმაკებთან" კონტეს 3 ქულიანი ჩამორჩენა აქვს, არადა შარშან "არისტოკრატები" პირველ ადგილსა და მოგებულ "პრემიერლიგას" ზეიმობდნენ.

ორივე გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და, წესით, ისინი დაღლილები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს ისეთი მატჩია, როცა ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. ფაქტია, ორივე გრანდი ბოლომდე დაიხარჯება და მაქსიმუმს გვიჩვენებს მინდორზე. ეს კი, თითქოს უნდა წაადგეს თამაშის სანახაობრივ მხარეს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი

საფრთხე - მოურინიოცა და ანტონიო კონტეც შედეგზე ორიენტირებული (უფრო "დაცვითს" რომ ვეძახით) ფეხბურთის აპოლოგეტები არიან. იმედი დავიტოვოთ, რომ ინგლისური სული გაიმარჯვებს და ასე თუ ისე შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ.

"ჩელსის" ჩავარდნები ბოლო 5 მატჩში აშკარა იყო, რადგან კლუბმა წააგო ისეთ გუნდებთან, რომლებიც ათეულს მიღმა არიან და ამით ფაქტიურად მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თავიდან ჩაება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეორე ადგილზე "ლივერპული" აღზევდა, რომელიც "ეშმაკებს" ერთი ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფი "იუნაიტედი" კი "ჩელსის" 3 ქულით უსწრებს, ხოლო თავის მხრივ "ჩელსი" "დეზებს" 1 ქულით უსრებს, ფაქტი ერთია ჯერ მეორე ადგილი არავის გაუნაღდია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 5 შეხვედრაა ვერაა კარგ ფორმაში, "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" წაგებული შეხვედრების შემდეგ მეორე ადგილისთვის ბრძოლა გუნდს უფრო გაუჭირდა და როგორც ავღნიშნე აგერ უკვე მერსესაიდელებმა გადაუსწრეს.

რაც შეეხება უშუალოდ კონტესა და მოურინიოს შორის დაპირისპირებებს, აქ იტალიელის უპირატესობა აშკარაა - 4 მატჩიდან 3 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.

პორტუგალიელს განსაკუთრებით მწარედ უნდა ახსოვდეს 2016 წლის 23 ოქტომბერი, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" მისი "იუნაიტედი" 0:4 დამარცხდა. სწორედ აქედან დაიწყო ქიშპი მასსა და კონტეს შორის, რაც სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში გამოიხატა. ასე რომ, თამაშს ინტრიგა არც ამ მხრივ აკლია...

და კიდევ ერთი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონში "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში არც ერთი გოლი არ გაუტანია.


გუნდების ბოლო ათი დაპირისპირეა "ოლდ ტრაფოდზე"
პრევიუ: "უნაიტედი" - "ჩელსი"


BIGGEST LEAGUE WIN AT MAN UTD FOR EACH TEAM:

Man Utd 6-0 Chelsea - 26/12/1960

Man Utd 0-4 Chelsea - 24/08/1968


PREMIER LEAGUE CLEAN SHEETS

David De Gea (Man Utd) 15

Thibaut Courtois (Chelsea) 13

Ederson (Man City) 12

Hugo Lloris (Tottenham) 11

Nick Pope (Burnley) 10

Petr Cech (Arsenal) 9


საინტერესო ფაქტები

1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, დანარჩენი მატჩებიდან 5 ფრედ, ხოლო 8 თამაში ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა.

2. წითელი ეშმაკები მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა ბურთს უშვებს საკუთარ მოედაზე, მოურიიოს ბიჭებმა საკუთარ კარში მხოლოდ 5 ბურთი გაუშვეს.

3. მოურინიო და მისმა ბიჭებმა მიმდინარე სეზოში პრემიერ ლიგის მატჩებში საკუთარ მოედაზე მხოლოდ ერთი შეხვედა წააგეს.

4. განსაკუთრებულმა ოლდ ტრაფოდზე 32 მატჩი ჩაატარა 18 მოგებაა 16 ფრე და მხოლოდ 2 წაგება.

5. კოტეს ბიჭებმა წელს პრემიერ ლიგის გასვლით შეხვედრებში 13 მატჩი ჩაატარა, 7 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი.

6. ჩელსიმ ბოლოს სტუმრად წითელი ეშმაკები 2012/2013 წელს დაამარცხა
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

ვინ არის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image