Image

პრევიუ: ატლეტიკო - ჩელსი

image
ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი პირველად გაიჟღერებს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” – მადრიდის ახალ, თანამედროვე სტადიონს პირველად “ჩელსი” სტუმრობს. ძალიან საინტერესო დუელი გველოდება: დიეგო სიმეონე ანტონიო კონტეს პირისპირ. არგენტინელს თუ დავუჯერებთ, იტალიელი უკეთესი სპეციალისტია და პირიქით. მოკლედ, დიდი ამბები გველოდება მადრიდში. “ჩელსის” “ატლეტიკო” კარგად არ უნდა ახსენდებოდეს: 2014 წელს ნახევარფინალში ესპანელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მთლიანობაშიც მცირე უპირატესობას “როხიბლანკო” ფლობს: 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა თითქმის იდენტურად დაიწყო – ლა ლიგასა და პრემიერლიგაში ვერ ლიდერობენ, მაგრამ ლიდერთა მარაქაში არიან გარეულნი.

დიეგო სიმოენე დღევანდელ შეხვედრაში ფერნადესს, ხოლო კონტე დრინკუოთერს ვერ დაიხმარს. სხვა მხრივ, ორივე გუნდი საბრძოლო განწყობით ხვდება შეხვედრას და ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, დიდი ამბები გველის “ვანდა მეტროპოლიტანოდან”.

ფაქტები

"ატლეტიკოს" სტატისტიკა ევროთასებზე შინ - 142-დან 104 მოგება.
"ატლეტიკოს" სტატისტიკა ევროთასებზე შინ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას - 23 მატჩი 18 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება.
"ატლეტიკოს" შინ ევროთასებზე ბოლო 11 მატჩია, არ წაუგია.
4 ურთიერთშეხვედრიდან გუნდებმა თითოში იმარჯვეს.
"ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუამ 2011-14 წლები "ატლეტიკოში" გაატარა.


სავარაუდო შემადგენლობები

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, პარტეი, ნიგეზი; გრიზმანი, კორეა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე


“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; ძაპაკოსტა, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ვილიანი, მორატა, პედრო

მწვრთნელი: ანტონიო კონტე
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image