Image

პრევიუ: ჩელსი - არსენალი

image
ტურის ცენტრალურ მატჩს „სტემფორდ ბრიჯი“ უმასპინძლებს. ანტონიო კონტეს შეგირდები ლონდუნურ დერბიში „არსენალს“ დაუპირისპირდებიან. „არსენალმა“ პრემიერლიგაში გამოსვლა მძიმედ დაიწყო. „მეთოფეებს“ 4 ჩატარებულ შეხვედრაში 6 ქულა აქვთ და მათთვის უჩვეულო, მე-11 ადგილს იკავებენ. 9 ქულა აქვს ლონდონის „ჩელსის“ და მე-3 ადგილზე არიან. როგორც ცნობილია, კონტეს გუნდს ახალწვეული, დენი დრინკუოტერი ვერ დაეხმარება. რა თქმა უნდა, დანაკლისი „არსენალსაც“ აქვს. სანტი კაზორლა, ფრენცის კოკლენი და შესაძლოა, კალუმ ჩამბერსი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. პრემიერლიგის ეგიდით „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში „ჩელსიმ“ იმარჯვა. უკანასნელად „მეთოფეებმა“ „არისტოკრატები“ საკუთარ მოედანზე 2011 წელს დაამარცხეს. მატჩი კვირას, 17 სექტემბერს 16:30 წუთზე დაიწყება.

გუნდების ბოლო 10 მატცი "სტემფორდ ბრიჯზე"

პრევიუ: ჩელსი - არსენალი


"ჩელსი" - "არსენალი" ბოლო მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე"

პრევიუ: ჩელსი - არსენალი


საინტერესო ფაქტები

1.მიმდინარე პრემიერლიგაში "ჩელსის" ზედიზედ 3 მოგება აქვს.

2."ჩელსისა" და "არსენალს" შორის ბოლო 5 დაპირისპირებაში, თითოეულში, ორზე მეტი გოლი გავიდა.

3."ჩელსის" ბოლო 10 მატჩში ერთი გოლი მაინც გაჰქონდა.

4.2017 წლის 6 აგვისტოს, მიმდინარე პრემიერლიგის დაწყებამდე, "არსენალმა" "ჩელსი" ინგლისის სუპერთასზე პენალტების სერიაში დაამარცხა.

5."არსენალმა" "სტემფორდ ბრიჯზე" უკანასკნელად 2011 წლის 29 ოქტომბერს გაიმარჯვა (5:3).

6.წინა სეზონში "ჩელსიმ" "არსენალს" შინ 3:1 მოუგო. ამას გარდა, "ჩელსიმ" პრინციპული მეტოქე ბოლო 5 საშინაო მატჩში დაამარცხა.

7.თუ კვირას "არსენალი" გოლს გაუშვებს, გაიმეორებს "ლივერპულის" ანტირეკორდს, რომელიც 1999 წლიდან 2012-მდე, ერთ ცალკე აღებულ მეტოქესთან, ზედიზედ 13 მატჩში ვერ ახერხებდა კარის "მშრალად" შენახვას.

8.ედენ აზარმა "არსენალს" ბოლო 4 საშინაო მატჩიდან გოლი სამში გაუტანა.

9. ბოლო 10 შეხვედრაში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "არსენალი" 8-ჯერ დაამარცხა, ხოლო ორ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

10. "ჩელსის" დღეს გუნდის კაპიტანი გარი კეჰილი უბრუნდება.




სავარაუდო შემადგენლობები

"ჩელსი": Courtois; Cahill, Azpilicueta, Luiz; Alonso, Zappacosta, Kante, Fabregas, Hazard; Pedro, Morata.

"არსენალი": Cech; Mustafi, Monreal, Koscielny; Bellerin, Kolasinac; Xhaka, Ramsey; Ozil, Sanchez, Lacazette.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

zaza zazuka 17 სექტემბერი 2017 18:39
აი ერთ რაGაცას არკვირდები კეჰილი არის სუფთა ყლე უკვე ზამენის მოთამაშეა, მაგას ჯობია რუდიგერი დააყენოს ძირითადში, კეჰილი საერთოდ ვერ აჩვენებს კარგ თამაშს ჯობია ზამენაზე დაჯდეს ან გაყიდონ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image