Image

პრევიუ: ჩემპიონთა ლიგა იწყება!

image
დღეს ფეხბურთის მოყვარულთათვის დიდი დღეა, ჩემპიონთა ლიგა იწყება! ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს ლონდონის ჩელსი და ყარაბახი დაუპირისპირდებიან.



ჩელსი

ლონდონური გუნდისთვის სეზონის სტარტი არც თუ სახარბიელო გამოდგა. ინგლისის სუპერ თასის ფინალში, არსენალთან განცდილი მარცხის შემდეგ, არისტოკრატები პრემიერ ლიგის პირველივე ტურში დამარცხდნენ, თუმცა რეაბილიტაცია მალევე მოახდინეს და მომდევნო 3 ტურში, ქულათა მაქსიმუმს, 9 ქულას მოუყარეს თავი.

ჩელსი წინა ტურში პრემიერ ლიგაში ლესტერს დაუპირისპირდა და 1:2 გაიმარჯვა.

ყარაბახი

ამ შეხვედრაში აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. ამ ქვეყნის წარმომადგენელი ყარაბაღი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო მატჩს სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყარაბახმა ბოლო შეხვედრა გაბალასთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო.

სტუმართა შანსებზე საუბარი, არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ჯგუფის შემადგენლობის გათვალისწინებით, არასერიოზულია, თუმცა ჩვენ მეზობლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ისინი თითოეულ მატჩში თავისუფლად, საკუთარი სიამოვნებისთვის ითამაშებენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
მოზესი
მეტოქე - არსენალი
გამოკითხვა

რომელი ახალწვეული გაამართლებს ყველაზე მეტად?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image