Image

პრევიუ: ლესტერი - ჩელსი

image
დღეს თბილისის დროით 18:00 -ზე გაიმართება პრემიერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლონდონის "ჩელსი" და "ლესტერი".

მართალია, აღნიშნული შეხვედრა არ გახლავთ ტურის ცენტრალური (სიტი-ლივერპული) მატჩი, თუმცა სპორტის მოყვარულებში დიდ ინტერესს იწყვევს, გამომდინარე იქედან, რომ "ლესტერი" საკმაოდ სიმპატიური და მოულოდნელობებით აღსავსე გუნდია.

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" მიმდინარე პრემიერლიგა საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველივე მატჩში საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ანგარიშით 2-3. თუმცა მეორე და მესამე ტურებში "არისტოკრატებმა", მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ჯერ "ტოტენჰემი", შემდეგ კი "ევერტონი" დაამარცხეს. ამით მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესეს. ახლა კი მათ თავის გამოჩენა სტუმრად "მელიებთან" მართებთ.

რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყეს. "მელიები" პირველ ტურში მძიმე ბრძოლაში "არსენალთან" დამარცხდნენ. ასევე წინა ტურში თავიანთი შეხვედრა უშანსოდ დათმეს "მანჩესტერ იუნაიტედთან". მეორე ტურში კი საკმაოდ მარტივად დაამარცხეს პრემიერლიგის ახალწვეული "ბრაიტონი". ისინი ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილის 15-ე პოზიციაზე იმყოფებიან.

გუნდების დანაკლისს რაც შეეხება, "არისტოკრატების" ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. გუნდს დაუბრუნდა ტრავმირებული ფეხბურთელები ტიმუე ბაკაიოკო და ედენ აზარი. ასევე "ლურჯებს" შეუერთდნენ ახალწვეულებიც: დავიდე ზაპაკოშტა და დენი დრინქვოტერი. "ჩელსის" დღევანდელ მატჩში მხოლოდ 1 ფეხბურთელი - კაპიტანი დააკლდება, რომელმაც "ბარნლისთან" თამაშში წითელი ბარათი და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. კეჰილისთვის ეს მატჩში დისკვალიფიცირებულის რანგში ბოლოა და შემდეგ ტურში უკვე შეძლებს მისი გუნდის დახმარებას. რაც შეეხება "ლესტერს", განსაკუთრებული დანაკლისი არც მათ აქვთ. "მამლების" რიგებში ტრავმის გამო იბორა და ჰუტი ვერ ითამაშებენ.


ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის შედეგები:

პრევიუ: ლესტერი - ჩელსი


ბოლო შეხვედრა გუნდგებს შორის:

პრევიუ: ლესტერი - ჩელსი




სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი(3-4-3): კურტუა - აზპილიკუეტა, ლუიზი, რუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი, მორატა, აზარი.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ლესტერი(4-4-2): შმეიხელი - მორგანი, მაგუაირი, ფუქსი, სიმპსონი - ჯეიმსი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირიскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
მოზესი
მეტოქე - არსენალი
გამოკითხვა

რომელი ახალწვეული გაამართლებს ყველაზე მეტად?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image