Image

პრევიუ: ჩელსი - ევერტონი

image
დღეს თბილისის დროით 16:30 -ზე გაიმართება პრემიერლიგის მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლონდონის "ჩელსი" და ლივერპულის "ევერტონი".

მართალია, აღნიშნული შეხვედრა არ გახლავთ ტურის ცენტრალური (ლივერპული-არსენალი) მატჩი, თუმცა სპორტის მოყვარულებში დიდ ინტერესს იწყვევს, გამომდინარე იქედან, რომ ევერტონი საკმაოდ სიმპატიური გუნდია და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ფავორიტადაცაა მიჩნეული ევროსაგზურებისათვის ბრძოლაში.

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" მიმდინარე პრემიერლიგა საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველივე მატჩში საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ანგარიშით 2-3. მეორე ტურში კი "არისტოკრატებმა", მიუხედავად დიდი დანაკლისისა, უდიდესი ბრძოლა გაუმართეს ლონდონურ დერბში "ტოტენჰემს" უემბლიზე, სადაც შეძლეს და მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა. ახლა კი მათ თავის გამოჩენა საკუთარ კედლებში, სტემფორდ ბრიჯზე მართებთ.

რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ გასულ ტურში დიდი ჯახი გაუმართეს ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, გუარდიოლას მანჩესტერ სიტის და მათსავე მოედანზევე წაართვეს ქულები. "ევერტონმა" ფრედ 1-1 ითამაშა. პირველ ტურში კი მათ საკუთარ მოედანზე მოკრძალებული ანგარიშით 1-0 დაამარცხეს "სტოკ სიტი". ისინი ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილის 8-ე პოზიციაზე იმყოფებიან.

გუნდების დანაკლისს რაც შეეხება, "არისტოკრატების" ბანაკში სასიამოვნო სიახლეებია. გუნდს დაუბრუნდა პედრო, ბაკაიოკო და წინა ტურში დისკვალიფიცირებული ფაბრეგასი. რაც შეეხება ედენ აზარს, მართალია მან ვარჯიში გუნდთან ერთად განაახლა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არაა ბოლომდე მზად. ბელგიელი "ლურჯების" შემადგენლობაში სავარაუდოდ შემდეგი ტურიდან დაბრუნდება. "ჩელსის ასევე დააკლდება კაპიტანი - გარი კეჰილი, რომელმაც "ბარნლისთან" თამაშში წითელი ბარათი და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. რაც შეეხება "ევერტონს", მათი დანაკლისი უფრო მრავალრიცხოვანია. ლივერპულელებს "არისტოკრატების" წინააღმდეგ ტრავმის გამო ბარკლი, კოულმენი, მაკარტი, რამირესი დააკლდებიან, ხოლო დისკვალიფიცირებულია გუნდის ახალწვეული - შნეიდერლინი, რომელმაც წითელი ბარათი "მან.სიტის" წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.

ბოლო 10 ურთიერთშეხვედრის შედეგები:
პრევიუ: ჩელსი - ევერტონი

ბოლო შეხვედრა გუნდგებს შორის:
პრევიუ: ჩელსი - ევერტონი



სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი(3-4-3): კურტუა - აზპილიკუეტა, ლუიზი, რუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი, მორატა, პედრო.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ევერტონი (3-5-2): პიკფორდი, უილიამსი, კინი, იაგიელკა, ტ.დევისი, გაიე, სიგურდსონი, ჰოლგეიტი, ბეინსი, კალვერტ-ლეუინი, რუნი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანიскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image