Image

კონტე: ჩემი სურვილი გუნდში დარჩენაა.

image
ანტოიო კონტემ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა და დაადასტურა, რომ ის გუნდიდა წასვლას არ აპირებს, იტალიელი სპეციალისტის გუნდში დიდი ხნით დარჩეა სურს.

"სეზონის დასაწყისში ძალიან ბევრი ჭორები იყო და ყველა ჩემზე საუბრობდა. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ კლუბთან კიდევ 18 თვიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მე მინდა დავრჩე და გავაგრძელო მუშაობა."

"არ მესმის რატო საუბრობენ ჩემზე, მაგრამ სერიოზულად ვამბობ, რომ სურს ხელშეკრულება დავასრულო."

"სეზონის დასაწყისიდან და განსაკუთრებით "ბორნმუთთან" მარცხის შემდეგ, ყველა ამბობდა, რომ მე გამათავისუფლებდნენ. მე ეს არ მაინტერესებს. მე ორიენტირებული ვარ გუნდთან მუშაობაზე და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია."

"როგორც კარგად იცით, მჯერა რასაც ვაკეთებ და ეს მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ ასე შემიძლია მუშაობა და ამ მიდგომამ საშუალება მომცა გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მხოლოდ რწმენა, თუ რას ვაკეთებ. მე ასე გავაგრძელებ მუშაობას, რადგან ამან გამხადა ერთ-ერთი საუკეთესო."

ლურჯების თავკაცმა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახეხებაც ისაუბრა, კოტეს თქმით გუნდს მორატა და კრისტენსესი დააკლდება. კონტემ ასევე ჟიურს შესახებაც მცირე კომენტარი გააკეთა,.

"ალვარო ჯერ კიდევ არ არის მზად. მას ზურგის პრობლემები აქვს, მან ბევრი მატჩი გამოტოვა და ეს არ არის კარგი სიტუაცია მისთვის, ჩემთვის და გუნდისთვის. მომავალში იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას გადავჭრით და იმედი მაქვს, რომ ის გუნდს მალე დაუბრუნდება."

"რაც შეეხება კრისტენსენს, პირველი გამოკვლევის შემდეგ მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია დადებითია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ. იგი აუცილებლად გამოტოვებთ "ოუტფორდის" წინააღმდეგ მატჩს."
"თამაშამდე კიდევ რამდენიმე სიტუაცია უნდა შევაფასო. დღეს პარასკევია, მატჩამდე კი რამდენიმე დღეა, რომ ეს ფეხბურთელები კვლავ შევამოწმოთ."

"ჩვენ დავიწყეთ ჟირუსთან მუშაობა და რათქმაუნდა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "უოტფორდის" წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მინდორზე იქნება. უფრო მეტიც, სავარაუდოდ ვილიანი მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება."

"ჩვენ უნდა შევაფასოთ მისი ფიზიკური ფორმა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდა, რომ ის "უოტფორდთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდეს."

იტალიელმა სპეციალისტმა ემერსონზეც ისაუბრა

"ჩვენ უნდა დაველოდოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ემერსონი სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და იტალიის თასზე მან მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა. რაც შეეხება ჟირუს, ის დაბრუნდა კუნტის ტრავმის შემდეგ - მან 50 დღე იუქმა, "სოუნსის" წინააღმდეგ მან ხოლოდ 15 წუთი ითამაშა. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ეს ფეხბურთელები საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა, რათა ისინი მოერგონ ჩვენი ფეხბურთის იდეას."

[center]სიახლე აღებულია ჩელსის ქართველი ფანები • Chelsea Georgian Supporters[/centerxскачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image