Image

ოფიციალურად: მაიკლ ემენალო თანამდებობა დატოვა

image
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბს ტექნიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო ტოვებს, რომელიც გუნდში 2007 წლიდან მუშაობს, 2011 წელს კი ამჟამინდელი თანამდებობა დაიკავა.

"ეს ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ის მეც წამადგება, ჩემს ოჯახსაც და კლუბსაც. "ჩელსის" წარმატებებს ვუსურვებ და გუნდის მომავალ გამარჯვებებს აუცილებლად მივადევნებ თვალ-ყურს."- განაცხადა ემენალომ.

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ემენალომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ რომან აბრამოვიჩს ჯერ კიდევ გასულ კვირაში აცნობა, როდესაც ეს უკანასკნელი გუნდის სავარჯიშო პროცესს დაესწრო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ეს გადაწყვეტილება უსიამოვნო სიახლედ იქცა რომან აბრამოვიჩისთვის, რადგან ის თვლიდა, რომ ემენალო "ჩელსის" წევრებს შორის ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, ვისი ნდობაც შეიძლება.

ემენალოს წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ მას კლუბის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს და დიერქტორ, მარინა გრანოვსკაიას შორის არსებულ კონფლიქტში მონაწილეობა არ სურდა. მხარეებს შორის უთანხმოებები გასული სატრანსფერო პერიოდის დროს გაჩნდა.

The Independent-ის ცნობით, ემენალომ კარიერა შესაძლოა "მონაკოში" გააგრძელოს. მოგენასკური კლუბი ეძებს ადამიანს, რომელიც მათ საფეხბურთო ელიტაში ადგილს შეუნარჩუნებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 6 ნოემბერი 2017 23:35
უამრავი შეცდომა დაუშვა სატრანსფერო კუთხით :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image