Image

ბიჭები მეზობლად: ედენ აზარი

image
"ჩელსის" ოფიციალური საიტი ახალ სეზონში ახალ წამოწყებას გვთავაზობს, ისინი ერთ-ერთ ჩელსის ფეხბურთელს დაუსვამენ კითხვებს გასახდელ ოთახში მისი მეზობლების შესახებ.
ედენ აზარის მეზობლები კი ბელგიერი ტიბო კურტუა და მიჩი ბაჩუაი არიან.

დილით რომელი ვარჯიშობს პირველი?

ამ მომენტში მე ან ტიბო, რადგან მეკარეები ზოგჯერ უფრო ადრე იწყებენ ვარჯიშს ან ასე იმიტომაა, რომ ტრავმა მივიღე და ზოგჯერ ფიზიოს სანახავად მივდივარ.

სუფთა თუ ბინძური მეზობლები არიან?

ჩვენ სამივე ერთნაირები ვართ. არ მოგვწონს წესრიგი. ყველაფერს სხვადასხვა ადგილას ვდებთ, არ ვგავართ აზპილიკუეტას!

გვითხარით ის, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ მიჩის და ტიბოს შესახებ...

თქვენ უნდა კითხოთ მიჩის იმ სიმღერის შესახებ, როცა ის პირველად ჩამოვიდა ჩელსიში. ეს იყო კატასტროფა! ტიბოს ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ იგი ბელგიიდანაა, მაგრამ უფრო კარგად საუბრობს სხვა ენებზე. მინდა შეცვალოს მან ჩემთან საუბარი. მაგრამ ეს პრობლემაც არაა.

საუბრის საყვარელი თემა?

ფეხბურთი. ჩვენ ყოველთვის ფეხბურთზე ვლაპარაკობთ.

ბიჭები მეზობლად: ედენ აზარი

საუკეთესო რამ ტიბოს და მიჩის როგორც მეზობლების შესახებ?

ჩვენ ვართ ერთი და იმავე ქვეყნიდან, ვსაუბრობთ ერთსა და იმავე ენაზე და ეს სახალისოა. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ და ვიცინით. კარგია მეგობრები გვერდით რომ გყავს.

ერთი რამ რასაც შეცვლიდით?

უბრალოდ მინდა მიჩიმ თმის სტილი შეიცვალოს. და ტიბომ შეწყვიტოს მისი ფეხსაცმელების შენახვა ჩემს კარადაში, რადგან ყოველ ჯერზე ამას აკეთებს და ეს არ მომწონს.

ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს..

სამართლიანი რომ ვიყო, მიჩი ინგლისურად ბევრად უკეთესად საუბრობს ვიდრე ადრე, ის ბევრად გაუმჯობესდა. ტიბო კი საუბრობს ძალიან ბევრ ენაზე- ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, გერმანულად- ეს დაუჯერებელია.

მოგწონთ მათი მუსიკა?
დიახ, ჩვენ ერთნაირ მუსიკას ვუსმენთ. Booba ერთ-ერთი შემსრულებელია.

მოდით ვისაუბროთ ჩაცმულობის შესახებ..
ტიბოსთვის ეს რთულია, რადგან ის ძალიან დიდია. ადვილი არ არის იპოვო დიდი ზომის ტანსაცმელი. მიჩისთვის მარტივია, მას მოსწონს რეპერივით ჩაცმა, ეს მისი სტილია. მე არ მომწონს, მაგრამ მიჩისთვის კარგია.

ნახულობთ ერთმანეთს კლუბის გარეთაც?
ზოგჯერ, ჩვენ რამდენჯერმე ბარბიქიუ გვქონდა ჩემს სახლში და ბავშვებსაც უყვართ ერთმანეთი, ზოგჯერ ისინი ბევრს თამაშობენ ბაღში.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

GigaSos 4 სექტემბერი 2017 00:09
საინტერესოა wink ყოჩაღ ჩელსის ოფიციალურ საიტს საინტერესო რამე რომ შემოგვთავაზეს ფანებს love
Lupsu 4 სექტემბერი 2017 12:47
სანამ ამ საიტის არსებობას გავიგებდი ოფფიციალურზე და რუსულ ჩელსის საიტზე ვიყავი იქაურ ადმინისტრაციას ვიცნობ და სურვილი თუ გექნებათ დაგაკავშირებთ და ინფორმაცის მიმოცვლის რეჟიმში უკეთეს საიტად ვაქცევთ ადმინისტრაციას თუ სურვილი აქ რათქმაუნდა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image