Image

კონტეს მატჩის წინა ინტერვიუ

image
- ამ კვირას "ჩელსი" უმასპინძლებს "ტოტენჰემს". მათ სტემფორდ ბრიჯზე 1990 წლის თებერვლის შემდეგ არ მოუგიათ. თქვენ გახსოვთ რას აკეთებდით 1990 წლის თებერვალში?
ანტონიო კონტე:

"სიმართლე გითხრათ არა. ეს დიდი ხნის წინ იყო. მე მახსოვს, რომ ორი წლის წინ "ტოტენჰემს" შეეძლო ამ სერიის დასრულება, რადგან ისინი 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ "ჩელსიმ" შესანიშნავი ქამბექი შეასრულა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კარგ გუნდზე. კარგ მენეჯერზე, კარგ და ნიჭიერ ფეხბურთელებზე. მე პასტივს ვცემ "ტოტენჰემს" იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ძალიან გაიზარდნენ და ეს გუნდი ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა."

- სეზონის ბოლომდე 8 მატჩი დარჩა, ჩელსი ტოტენჰემს 5 ქულით ჩამორჩება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს მატჩი აუცილებლად მოსაგები გაქვთ, რათა სეზონი ოთხეულში დაასრულოთ?

"დიახ, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი მატჩია. ეს არის მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის და სეზონის ფინალურ ეტაპზე ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიყოთ, გვსურს გავიდეთ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში და შევედებით, რომ ეს ტიტული მოვიგოთ. ეს არის ჩვენი მიზნები სეზონის ბოლომდე. რა თქმა უნდა, კვირას ჩვენ მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებთ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ძალიან ახლოს ვიქნებით "ტოტენჰემთან".
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა."


- თუ თქვენსა და ტოტენჰემს შორის 8 ქულიანი სხვაობა იქნება სეზონის დასრულებამდე, შესაძლებელი იქნება ოთხეულში მოხვედრა?

"არაფერია შეუძლებელი, რადგან სეზონის ბოლომდე ჩვენ "ლივერპულთან' გვიწევს თამაში... მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ და არ დავუშვათ შეცდომები."

- თუ კრისტენსენი ვერ გამოჯანმრთელდა, დავიდ ლუიზს შეეძლება მისი ადგილის დაკავება ძირითად შემადგენლობაში? ის გამოჯანმრთელდა?

"არა, დავიდ ლუისი ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, რომ მას მინიმუმ სამი კვირა დასჭირდება, რათა მუხლის ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს. ჩვენ გვყავს კეჰილი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მე ვენდობი მას. ჩვენ ვცდილობთ, რომ კრისტენსენი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში მის ადგილის კეჰილი დაიკავებს. ამპადუ ტრავმირებულია, ის ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს."

- ალვარო მორატამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "ლესტერის" წინააღმდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაიმე დასამტკიცებელი?

"ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ალვაროსთვის. ბოლო კვირაში მან ძალიან კარგად იმუშავა. მისთვის აუცილებელი იყო მუშაობა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრავმის გამო მას თვენახევარი არ უთამაშია. ვიფქრობ, რომ ახლა ის 100%-ით გამოჯანმრთელდა და მზად არის სეზონის ფინალური მატჩებისთვის. ასევე ის მზად არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისთვის."

"ჩვენ ძალიან კარგად უნდა შევამოწმოთ რამდენიმე სიტუაცია კურტუასთან და კრისტენსენთან დაკავშირებით. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ისინი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაშს. ახლა ძალიან რთულია ჩემთვის რამის თქმა, რადგან ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ორი გარემოება, რათა დადგინდეს მათი ფიზიკური მდგომარეობა."


скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image