Image

კონტე: "დაძინებაც არ შემიძლია!"

image
ლონდონის "ჩელსის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში სტუმრად აუტსაიდერ "კრისტალ პალასთან“ (1:2) წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სათამაშოდ სამი მნიშვნელოვანი მოთამაშის გარეშე გავედით, რაც იოლი ნამდვილად არაა. მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ძალიან რთული დღე იყო. თუმცა, დანაკარგის მიუხედავად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ არსებული ვითარება უნდა მივიღოთ და შევეცადოთ მომავალში ყველაფერი უკეთსად გავაკეთოთ.

მიმდინარე სეზონი ყოველ მხრივ რთული იქნება. სეზონის ბოლოს ვნახავთ რა გამოგვივა, რადგან რაღაც მნიშვნელოვანის შექმნას ვცდილობთ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გადაწყვეტილება რაც ვიცი ეს - მუშაობა, მუშაობა და კიდევ მუშაობაა.

წაგება არ მიყვარს, განსაკუთრებით ზედიზედ ორ მატჩში. დღეს ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და ვერ დავიძინებ, მაგრამ პირველ ყოვლისა იმაზე უნდა ვიფიქროთ, შექმნილი ვითარება ჩვენს სასარგებლოდ როგორ შემოვატრიალოთ“ - ციტირებს კონტეს ინტერნეტპორტალი bbc.com-ი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "კრისტალ პალასმა“ პირველი მატჩი მოიგო და გოლიც პირველად გაიტანა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image