Image

ფინალური ვერდიქტი: გეგმაზომიერად განვითარება

image
ანტონიო კონტეს აზრით, მისმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი დონის ტურნირებში თამაშს იმსახურებენ.


"ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ. მათ დიდი სურვილი, გამარჯვებისკენ სწრაფვა და მაქსიმალური კონცენტრაცია აჩვენეს - დაამტკიცეს, რომ ასეთი დონის მატჩებში თამაშს იმსახურებენ.

ცხადია, როდესაც "ატლეტიკოსთან“ 0:1 აგებ, მდგომარეობის გამოსწორება რთულია. თუმცა, ჩვენ 2 გოლი გავიტანეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

ჩემს ფეხბურთელებს მუდმივად ვუმეორებ, რომ საშინაო და საგარეო მატჩებს შორის განსხვავება არაა. ყოველთვის ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მაქსიმალური თავდადება ვაჩვენოთ და გამარჯვებას შევეცადოთ.

წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ - ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და გრანდიოზული გეგმების დასახვა საჭირო არაა.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აუცილებელია გეგმაზომიერად განვითარება, გამოცდილების მიღება და დონის ამაღლება, რასაც არაერთი სეზონი დასჭირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს.

მიშისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა და გასულ წელს ახალ ჩემპიონატში ადაპტაციის პროცესს გადიოდა. იგი იზრდება და ვარჯიშებზე საქმეს საუცხოოდ უდგება. მას სამუშაო კიდევ აქვს, მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის. ფეხბურთელმა მიცემული შანსი სწორედ ასე უნდა გამოიყენოს
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ვესტ ბრომვიჩი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
კანტე - 31.10.2017-მდე
მოზესი - 07.11.2017-მდე
Image