სარის პრესკონფერენცია » ჩელსის ქართული ფან-კლუბი
Image

სარის პრესკონფერენცია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ დღეს პრესკონფერენციაზე კვირას გასამართ შეხვედრაზე, პედროზე და გუნდზე ისაუბრა.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ პედროს და გუნდის გადაწყვეტილებით, პედრო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ტექნიკური ფეხბურთელი. მე ნამდვილად მოხარული ვარ მისი ახალი კონტრაქტის გამო. ის ტოპ კლასის ფეხბურთელია და მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ტოპ ფეხბურთელები.

მე გუშინ ვესაუბრე ვილიანს და ვიტყვი, რომ ძალიან პოზიტიური საუბარი გამოგვივიდა, ვილიანთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვილი ჩვენთან დარჩება.

რაც შეეხება ტიბო კურტუას ის ამ ეტაპზე "ჩელსის" ფეხბურთელია. ყველაფერი ტიბოზეა დამოკიდებული და ვიმედოვნებვ, რომ ტიბო კვლავ ჩელსის მეკარე იქნება.

მოუთმელად ველოდები უემბლიზე თამაშს, ეს პირველად ხდება ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა გამარჯვება მსურს და სეზონის დაწყება ტიტულით ყოველთვის კარგია, ჩვენ კლავ უნდა ვიმოშაოთ და გავაუმჯობესოთ თამაში, იმედი მაქვს, რომ ჩემს გუნდთან ერთად კვირას წარმატებას მივაღწევ.

მე და გვარდიოლა ერთად მივედით არიგო საკისთან, რა თქმა უნდა ის ჩემი მეოგობარია. მე ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ან ერთ-ერთი საუკეთსო მწვრთნელი.გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჩვენთვის რთული მატჩი იქნება ისინი ორი წელია ერთად არიან და ჩვენ ორი კვირაა რაც გუნდთან ერთად ვმუშაობთ.

ფაბრეგას მცირე დაზიანება აქვს, თუმცა სერიოზული არაფერია, ჯერჯერობით არ ვიცი ის ითამაშებს თუ არა კვირას ძირითად შემადგენლობაში მე ეს ყვეალფერი ხვალ (შაბათი) მეცოდინება.

ძალიან ბედნიერი ვარ დავიდ ლუიზის მდგომარეობით. ვფიქრობ, ის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ლოფტუს-ჩიკი მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ ვნახე ვარჯიშზე, ასე რომ უნდა დაველოდოთ
.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ნ’გოლო კანტე
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image