Image

როი ბენტლი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image
ლონდონის ჩელსის ყოფილი კაპიტანი და კლუბის ლეგენდა როი ბენტლი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინგლისელი თავდამსხმელი იმ გუნდს ლიდერობდა, რომელმაც კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. ეს 1955 წლების ინგლისის ჩემპიონატი გახლდათ. ბენტლი ასევე ბრისტოლის, ნიუკასლის, ფულემისა და ქპრ-ს შემადგენლობაში თამაშობდა.

ჩელსიმ როი 1948 წელს ნიუკასლიდან 11 ათასი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მისი დებიუტი კი ჰადერსფილდთან-4:2 მოგებულ შეხვედრაში შედგა.

თავდაპირველი ადაპტაციის პრობლემების დაძლევის შემდეგ, 1949/50 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო 1951 წლიდან ჯონი ჰარისისგან კაპიტნის სამკლავური გადაიბარა.

აწ გარდაცვლილი ფეხბურთელის ჩელსიში გატანილი გოლების რაოდენობით ფრენკ ლამპარდთან, ბობი ტამბინგთან კერი დიქსონთან და დიდიე დროგბასთან ერთად ხუთეულში შედის.

ბენტლის ასევე იწვევდნენ ინგლისის ნაკრებში, სადაც 12 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოასწრო.იგი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იღება მონაწილეობას.

ბოლო წლებში როი ბენტლი სტემჰფორდ ბრიჯს რეგულარულად სტუმრობდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image