Image

აბრამოვიჩმა 3 კანდიდატი უკვე შეარჩია

image
ლონდონის „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს დღეები დათვლილია და ამას ყველა ხვდება.

რომან აბრამოვიჩი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც ჩანს კანდიდატები უკვე შეარჩია.

ბრიტანული პრესა აქამდე აქტიურად წერდა, რომ რუსი მილიარდერი ლუის ენრიკეს კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა დღეს დაფაზე ახალი გვარები გამოჩნდა.

აბრამოვიჩს გუნდში ახლაგაზრდა მწვრთნელის მიწვევა სურს და მას სამი სპეციალისტი უკვე შერჩეული ჰყავს.

„რომას“ 48 წლის იტალიელი სპეციალისტი ეუსებიო დი ფრანჩესკო, „ჰოფენჰაიმის“ 30 წლის გერმანელი დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი და „ჰადერსფილდის“ 46 წლის გერმანელი თავკაცი დევიდ ვაგნერი.

The Telegraph-ი წერს, რომ აბრამოვიჩს „ტოტენჰემში“ მაურისიო პოჩეტინოს მუშაობის სტილი ასევე ძალიან მოსწონს. წყაროს ცნობით, „არისტოკრატთა“ მფლობელს დიდი ხნის ფიქრის შედეგად უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი გუნდი მძიმე და პრაგმატული სტილიდან შემტევ და ლაღ სათამაშო სქემაზე გადაიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩის სურვილის დაფიქსირების შემდეგ ზემოხსენებული სამი სპეციალისტი რუს მილიარდერს კლუბის მრჩეველებმა შესთავაზეს.

ეუსებიო დი ფრანჩესკო „რომას“ სათავეში წლევანდელი სეზონის შემდეგ ჩაუდგა და გუნდში თავისი სტილი უკვე დანერგა. რომაელები შემტევ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ.

სეზონის მთავარი სენსაციაც სწორედ „რომას“ სახელზეა. 1:4-ის შემდეგ მათ „ბარსელონას“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ 3:0 სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწიეს.

დი ფრანჩესკო საფხბურთო კარიერის დროს 1997-2001 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.

30 წლის ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი 2015 წელს გახდა.

ნაგელსმანის დამოძღვრილმა ზინსჰეიმელებმა პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შეაღწიეს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც ჰქონდათ, თუმცა მე-4 და დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ „ლივერპული“ შეხვდათ. უხვგოლიან შეხვედრებში გერმანელები დამარცხდნენ.

ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტის გუნდში მიწვევა აბრამოვიჩს 2011 წელსაც სურდა და მან არჩევანი პორტუგალიელ ანდრე ვილაშ-ბოაშზე შეაჩერა, თუმცა რისკმა არ გაამართლა და „ჩელსიც“ პრაგმატულ სტილს დაუბრუნდა.

საინტერესოა, თუ რა მოხდება ამჯერად და ვისზე შეაჩერებს არჩევანს რუსი მილიარდერი...скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image