Image

დე ბრუინი: ჟოზე მოურინიო საერთოდ არ მეკონტაქტებოდა

image
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა თავის ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

"ჩემსა და მოურინიოს შორის ყოველთვის დისტანცია იყო. არ განვეკუთვნები იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც ბევრს საუბრობენ.

ჟოზეს არცერთხელ არ გამოუჩენია ინიციატივა, ჩემთან მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ვფიქრობ, ეს სწორედ მწვრთნელის საქმეა.

პორტუგალიელს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე: პირველად, როდესაც "დორტმუნდის" ვარიანტი გამომიჩნდა და მეორედ, როდესაც "ვოლფსბურგში" გადავედი.

მე მას ვეუბნებოდი, რომ წასვლა და ფეხბურთის თამაში მსურდა"
, - აღნიშნა დე
ბრუინმა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

ვინ არის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image