Image

ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

image
ანტონიო კონტესა და „ჩელსის“ ურთიერთობა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. კვირას „არისტოკრატებმა“ „ტოტენჰემთან“ საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ „ლურჯებს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „დეზებთან“ უკანასკნელი 28 წლის მანძილზე არცერთი შეხვედრა არ ჰქონდათ წაგებული.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები „ასოციაციის თასზე“ ასპარეზობას განაგრძობენ აბრამოვიჩი კონტეს მუშაობით უკმაყოფილოა და იტალიური მწვრთნელის შემცვლელის ძიებაშია.

„არისტოკრატების“ თავკაცის პოსტზე 6 მწვრთნელის კანდიდატურა განიხილება.


1) ლუის ენრიკე

ლუის ენრიკეს კარიერა „სელტაში“ დაიწყო, ესპანელის ყველაზე ცუდი სამწვრთნელო პერიოდი „რომასთანაა“ დაკავშირებული, ხოლო „ბარსას“ თავკაცის პოსტზე მან 3 წელი გაატარა და ორგზის „ლა ლიგის“ თასთან ერთად „ჩემპიონთა ლიგის“ ტრიუმფატორიც გახდა.

თუმცა, განსხვავებით „ბარსასგან“ „ჩელსიში“ ენრიკეს გაცილებით ნაკლები რესურსი ექნება და დიდი ალბათობით „არისტოკრატებისთვის“ საკუთრი ფილოსოფიის მორგებაც გაუჭირდება.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

2) მასიმილიანო ალეგრი

ალეგრი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. კონტეს ფილოსოფიიდან გამომდინარე მასიმილიანოს „ლურჯებში“ ადაპტაცია არ გაუჭირდება და „ჩელსის“ სტრუქტურასაც იდეალურად მოერგება. თუმცა ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ „იუვემ“ ალეგრი გუნდიდან გაუშვას.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

3) ტომას ტუხელი

„დორტმუნდში“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ ტუხელი „ლურჯების“ მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით გერმანელმა „არისტოკრატების“ ბოსებსაც შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა.

თუმცა მისი შემტევი ფილოსობია ამჟამინდელ „ჩელსის“ როგორ მოეგება არავინ იცის, მაგრამ აბრამოვიჩის უახლესი წარსულიდან გამომდინარე გუნდში ახალი სახეების მოყვანა ტუხელისთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

4) ბრენდან როჯერსი

ბრენდან როჯერსს „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ ცოტა თუ აღიქვამდა მაღალი დონის მწვრთნელად. თუმცა ინგლისელმა „სელტიკში“ საკუთარი კლასი დაამტკიცა და ევროპის ტოპ ჩემპიონატების კლუბების დაინტერესებაც გამოიწვია.

როჯერსის დიდი პლუსი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათი ძირითად გუნდში ადაპტირების უნიკალური უნარია. თუმცა რამდენად სჭირდება „ჩელსის“ მსგავსი ტიპის მწვრთნელი ნამდვილად სადავო საკითხია.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

5) კარლო ანჩელოტი

კონტესგან განსხვავებით ყოფილი „მილანის“, „პსჟ-ს“ და „რეალის“ მწვრთნელს ლონდონური გამოცდილება უმაგრებს ზურგს და როგორც ჩანს ანჩელოტის სურვილიცაა ნისლიან ალბიონზე დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ კარლომ „ლურჯებთან“ ერთად 2009-10 წლების სეზონში „პრემიერლიგა“ მოიგო.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

6) ფრენკ ლამპარდი

ფრენკ ლამპარდი ლონდონელი გულშემატკივარების საოცნებო კანდიდატია. თუმცა ლეგენდარულმა ინგლისელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას კლუბის მენეჯერობა უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე მწვრთნელობა.


ანტონიო კონტეს 6 სავარაუდო შემცვლელი

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image