Image

„პარი სენ ჟერმენი" კონტეს პასუხს ელოდება

image
ფრანგული და ბრიტანული პრესის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელობის უპირველეს კანდიდატად ანტონიო კონტეს განიხილავს.

Daily Mail-ის თქმით, „პსჟ“-ს მფლობელი და პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მზადაა, რომ იტალიელ სპეციალისტს წლიურად 11.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როგორც იწერება, კონტეს აღნიშნული შეთავაზება უკვე მეილზე აქვს და პარიზელები მის პასუხს ელოდებიან.

ანტონიო კონტეს იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირებენ, თუმცა აპენინურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ პოსტზე დაბრუნება ამ ეტაპზე თავად „კონტისიმემ“ უარყო.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“ სეზონის ბოლოს უნაი ემერისთან დამშვიდობებას აპირებს და კონტეს გარდა მის შესაძლო შემცვლელად დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩენტინოსაც მოიაზრებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image