Image

ძოლა: ""ჩელსის" შეუძლია თავისი თამაშით ყველა გააოცოს"

image
ისტორიული ფაქტი. 1999/00 წლების სეზონში "ჩელსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 1/4 ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ლონდონელებმა 3:1 იმარჯვეს, მათშორის პირველი გოლის ძოლას ანგარიშზე იყო. მაგრამ განმეორებითი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 3:1 დასრულდა, კატალონიელთა სასარგებლოდ, ხოლო დამატებით დროში "ბლაუგრანელებმა" კიდე ორჯერ მოახერხეს "ჩელსის" კარის დალაშქვრა.

ძოლას ახსოვს ის მატჩი და იმედოვნებს, რომ ამჯერად იგივე არ განმეორდება არამედ "ჩელსი" კარგად ითამაშებს.

"ეს არ იქნება იოლი მატჩი. "ლურჯებს" ბარსელონაში ძნელი მატჩი ელით. მაგრამ "ჩელსი" ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ მასპინძლები გააკვირვონ. ლონდონური კლუბის შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც სურთ "ბარსელონას" დაუმტკიცონ ის, რომ ასეთ მატჩებში მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ"

"დაცვისთვის დიდი ყურადღება იქნება მისაქცევი. "ბარსელონა" პირველ ნომრად ითამაშებს და მატჩის მოგებას შეეცდება. დარწმუნებული ვარ, ისინი კომფორტული უპირატესობის შექმნას ეცდებიან და აქცენტს ანგარიშზე არ გააკეთებენ. "ჩელსი" დაცვიდან ითამაშებს, ისინი ვალდებულნი იქნებიან საკუთარი მომენატები გამოიყენონ", -
აცხადებს ჯანფრანკო ძოლა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

ვინ არის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image