Image

ვალვერდეს 4 ვარიანტი "ჩელსისთან" მატჩისთვის

image
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ტაქტიკითა და შემადგენლობით ითამაშებს ხვალ, "ჩელსის" წინააღმდეგ.

Sport-ის ცნობით, მწვრთნელის გადაწყვეტილება ანდრეს ინიესტაზე იქნება დამოკიდებული და ის კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ბოლო მომენტამდე დაელოდება.

ინიესტამ ტრავმა 4 მარტს, "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო. "ბარსელონას", ფეხბურთელის მკურნალობის ვადებთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ ასეთი ტიპის ტრავმის მორჩენას მინიმუმ 15 დღე სჭირდება ხოლმე, "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" თამაშებს შორის კი მხოლოდ 10 დღეა.


ინიესტასთან ერთად

თუ კაპიტანი გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ითამაშებს, ვალვერდეს ორი ვარიანტი ექნება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ სისტემას აირჩევს მწვრთნელი: 4-3-3 თუ 4-4-2.

სასტარტო შემადეგნლობაში 9 ფეხბურთელის მოხვედრა გადაწყვეტილია: ტერ შტეგენი, სერჟი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, მესი და სუარესი. დარჩენილი 2 პოზიცია ანდრესზეა დამოკიდებული. 4-3-3 სისტემის შემთხვევაში, შეტევის მარჯვენა ფლანგზე უსმან დემბელეს ვიხილავთ. ეს ყველაზე შემტევი ვარიანტი იქნება. ასევე განიხილება 4-4-2 სისტემის ვარიანტი და ამ შემთხვევაში, მოედნის ცენტრში, ბუსკეტსთან ერთად, პაულინიოს ვიხილავთ.


ინიესტას გარეშე

კაპიტნის გარეშეც ვალვერდეს 2 ვარიანტი აქვს და კვლავ 4-4-2 ან 4-3-3. პირველ შემთხვევაში, მოედანზე პაულინიოსა და ანდრე გომეშს ვიხილავთ, მეორე შემთხვევაში კი, პაულინიოსა და უსმან დემბელეს.

ვალვერდეს 4 ვარიანტი "ჩელსისთან" მატჩისთვის
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image