Image

ფაბრეგასი: “არ ვიცი, “ნოუ კამპზე“ გოლს აღვნიშნავ თუ არა“

image
“ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა “ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. გუნდებს შორის პირველი დუელი ლონდონში გაიმართა და საყაიმოდ, 1:1 დასრულდა. ესპანელი მოთამაშე კატალონიელთა აკადემიის აღზრდილია და 2011-14 წლებში პირველ გუნდშიც ბურთაობდა.

“შეგვიძლია, რომ “ბარსა“ დავამარცხოთ. ვიცით, მეოთხედფინალში როგორ გავიდეთ. ბევრის გაკვირვება მოგვიწევს, მაგრამ საამისოდ, მზად ვართ.

ის, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებ, ხელს არ შემიშლის. პირიქით, ეს მოტივაციას მმატებს. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ შევეცდები, საკუთარი გუნდისთვის საუკეთესოდ ვიასპარეზო.

არ ვიცი, როგორ დამხვდებიან. ამ მატჩში “ბარსელონა“ “ჩელსის“ წინააღმდეგაა, ჩემ დაბრუნებას კი მნიშვნელობა არ აქვს. თუ “კამპ ნოუზე“ გოლს გავიტან, არ ვიცი, აღვნიშნავ თუ არა. ეს სპონტანურად მოვა, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ ასე გავაკეთო,“
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image