Image

აზარი: “მახსოვს დროგბას რეაქცია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია“

image
ლონდონის “ჩელსის“ ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე კატალონიური კლუბის წინააღმდეგ გასამართი მატჩების შესახებ Marca-ს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე“ 20 თებერვალს გაიმართება.

- შესანიშნავი მატჩი იქნება. რა თქმა უნდა, ამ სეზონში ჩვენ არ ვართ ძველებურად ძლიერები. ამასთან, “ბარსელონა“ დიდებულად თამაშობს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც გვიყვარს იგი. დარწმუნებული ვარ, თუ გუნდურად ვითამაშებთ, გამარჯვება შეგვიძლია.

- იცით თუ არა, ვინ არის ტომ ჰენინგ ევრებო?

- არა.


- ნორვეგიელი მსაჯი, რომელმაც 2009 წელს მატჩში “ჩელსი“ – “ბარსელონა“ მთელი რიგი შეცდომები დაუშვა.

- დიახ, რა თქმა უნდა. მახსოვს ეს თამაში, განსაკუთრებით დიდიე დროგბას რეაქცია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. არ მაშინებს, თუ რამე მსგავსი მოხდება. ცხადია, ეს “ჩელსისთვის“ კარგი არ არის, მაგრამ არასოდეს ვსაუბრობ მსაჯების საქმიანობაზე. თამაშზე ვართ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, “ბარსელონას“ დასამარცხებლად საკმარისი ძალა აღმოგვაჩნდება.

- ბევრი ფიქრობს, რომ ნეიმარის გარეშე გუნდი დასუსტდა. ეთანხმებით?

- არა, რადგანაც “ბარსელონაში“ უცხოპლანეტელი თამაშობს. ზოგადად, მთელი გუნდი მაღალ კლასს ფლობს.

- ახლა “ჩელსის“ შესახებ. რა ხდება ანტონიო კონტესთან?

- წინა სეზონში ინგლისის ჩემპიონატი მოვიგეთ. ხალხს სურს, რომ ეს კვლავ გავაკეთოთ, მაგრამ ვსაუბრობთ პრემიერ ლიგაზე, სადაც ძალიან რთულია. სიტუაციის გამოსასწორებლად კიდევ სამი თვე გვაქვს. ამავდროულად, ინგლისის თასზე ვიბრძვით და მოქმედი ჩემპიონები ჯერ კიდევ ვართ. დიახ, ახლა იოლ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ გუნდის შესახებ სეზონის ბოლოს, როცა ყველაფერი გაცხადდება, მაშინ ვისაუბროთ. შესამჩნევია, რომ მინდორზე ძალებს არ ვზოგავთ, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მერე კი ტიტულების მოგებას შევძლებთ.

- თქვენ მადრიდთან გაკავშირებენ და ამბობენ, რომ ზიდანს უნდიხართ. რას იტყვით?

- მახსოვს, მან 10 წლის წინ ჩემი თამაში პირველად შეაფასა. ეს დაუჯერებელი გახლდათ, რადგანაც ზიდანი ჩემი კერპი იყო. მისი მონაწილეობით ათასობით ვიდეოკლიპი მინახავს. ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელია. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. მუშაობას გავაგრძელებ, მაგრამ მომწონს, როცა ზიდანისნაირი ადამიანები ჩემ შესახებ საუბრობენ.

- ამის მერე გულშემატკივრები უფრო მეტად გაკავშირებენ “რეალთან“...

- ეს ფეხბურთია და როგორც მე ვთქვი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბედნიერი ვარ “ჩელსიში“ და კონცენტრირებული ამ გუნდზე ვარ.

- რა შეგიძლიათ თქვათ მორატას შესახებ?

- ალვარო “ჩელსიში“ თავისი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილია. იგი გოლებს იტანს, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩვენ გუნდში ბევრი ესპანელია, ამიტომ მისმა საადაპტაციო პერიოდმა მსუბუქად და მარტივად ჩაიარა. მორატა ფანტასტიკური მოთამაშე და ნამდვილი ბომბარდირია. მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია და ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში.[/color
]скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image