Image

კონტე: "ჩემი სული სუფთაა, მომავალზე არ ვფიქრობ"

image
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ლონდონური კლუბის შესაძლო დატოვების თემას შეეხო და განაცხადა, რომ არ ადარდებს, რა მოხდება მომავალში:

"საერთოდ არ ვღელავ. ჩემი სამსახური ნერვიულობის საფუძველს არ მაძლევს. ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობ და ვცდილობ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო. თუ ეს საკმარისი არაა, არც ესაა პრობლემა.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ჩემი ბედი "ჩელსის" ხელმძღვანელობის ხელშია, თუმცა ეს ფაქტი არ მაღელვებს. ხვალინდელ დღეს ყველაფრის შეცვლა შეუძლია - ან ვიქნები ლონდონელთა თავკაცი, ან არა. სად არის პრობლემა? ჩემი სული სუფთაა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს კონტეს გუნდიდან წასვლის შანსი საგრძნობლად გაიზარდა. მის პოტენციურ შემცვლელად ლუის ენრიკე მოიაზრება.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image