Image

კურტუა: რთულია ყოველდღე მოისმინო, როგორ ენატრები საკუთარ შვილს

image
"ჩელსის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ, ქალაქ მადრიდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ მისი შვილები ცხოვრობენ და თუ "რეალს" მისი შეძენა უნდა ლონდონურ კლუბს უნდა დაუკავშირდეს:

"ჩემი ორი შვილი მადრიდში თავიანთ დედასთან ერთად ცხოვრობს. ჩემს ქალიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით ყოველდღე ვესაუბრები. ის ხშირად მირეკავს და მეუბნება, რომ მოვენატრე - რთულია ყოველდღე მოისმინო, როგორ ენატრები საკუთარ შვილს. ვაჟი ჯერ პატარაა და მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია. ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო მოვძებნო და ესპანეთში ჩავიდე, თუმცა სიტუაცია არც ისე ადვილადაა.

ჩემი გული მადრიდშია და ეს გასაგებია. ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და ფოკუსირებული "ჩელსიზე" ვარ. თუ მადრიდის "რეალს" ჩემი შეძენა სურს, ისინი ჩემს ამჟამინდელ კლუბს უნდა დაუკავშირდნენ, თუმცა ჯერ კონტაქტი არ ყოფილა.

ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღეს მადრიდში დავბრუნდები. ესპანეთის დედაქალაქი ძალიან მიყვარს, მე იქ 3 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. როცა მადრიდი დავტოვე, ვტიროდი. ჩემი პირველი დღეები ლონდონში არც ისე ადვილი იყო."
- განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი კიპერი 3 წლის მანძილზე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image