Image

ჟირუ: “ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგა ბევრს ნიშნავს“

image
ლონდონის “ჩელსის“ ახალწვეულმა ოლივიე ჟირუმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. “არსენალის“ ყოფილი ფორვარდი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან“ დუელს მოუთმენლად ელის.

- როგორ ფიქრობთ, რა შეგიძლიათ გააუმჯობესო “ჩელსის“ თამაშში?

- ჩემი უნარი შეტევაში ბურთის შენარჩუნება, კარის წინ კომბინაციური და ეფექტური თამაშია. ეს არ არის ცუდი! ასევე, გუნდური სულისკვეთება. მენტალურად ძლიერი ვარ, რადგან სეზონის მიმდინარეობისას სირთულეებთან გამკლავებაა ხოლმე საჭირო. აუცილებელია, ძლიერი იყო და ცდილობდე გუნდური თამაშის გაგრძელებას. აქ ვარ, რათა გუნდს ამ ასპექტში დავეხმარო.

- ცხადია, მაღალი მოთამაშე ხართ, მაგრამ ინგლისში გადმოსვლის მერე ყველანაირ გოლს იტანთ...

- ვცდილობ, კარის წინ მაქსიმალურად ეფექტურად ვითამაშო. თუ ბურთი მარჯვენა ფეხთან მაქვს, არ ვინდომებ მარცხენაზე გასწორებას. თუ მარჯვენა ფეხით დარტყმა შემეძლება, ასეც მოვიქცევი. თუ “სკორპიონის“ შანსი მექნება, უარს არც ამაზე ვიტყვი! სერიოზულად რომ ითქვას, საჯარიმო მოედანში შენ არ გაძლევენ ბევრ თავისუფალ დროს, ამიტომ ამასთან უნდა ადაპტირდე და მზად იყო შეტევების ერთი შეხებით დასასრულებლად. გოლების უმრავლესობა ერთი შეხებით გავიტანე, ამიტომ აუცილებელია, ბურთზე პირველი იყო და მეკარეს ამარცხებდე.

- ასევე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ითამაშოთ. “ჩელსის“ “ბარსელონასთან“ დიდი მატჩი ექნება...

- ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგა ბევრს ნიშნავს. საკლუბო დონეზე ამაზე მეტი არაფერია. “ბარსელონასთან“ ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე და ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველამ 100% უნდა გავიღოთ. ეს ძალიან საინტერესო იქნება და მოუთმენლად ველი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image