Image

კონტემ სანჩესზე ისაუბრა

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს "არსენალის" შემტევზე, ალექსის სანჩესზე ძალიან კარგი შთამეჭდილება აქვს.

"არსენალთან მატჩის დროს სანჩესს უბრალოდ მივესალმე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ალექსისმა კარგად იცის, რომ "იუვენტუსში" მუშაობის პირველ სეზონში მისი შეძენა მსურდა, მაგრამ მან "უდინეზედან" "ბარსელონაში" ამჯობინა გადასვლა.

სანჩესისთვის სიახლე არ არის, რომ მას აღტაცებით ვეპყრობი. ამიტომ, მისი ხილვა სასიამოვნო იყო.

თუ "მანჩესტერ სიტის" ვინმეს შეძენა სურს, ისინი ამას ახერხებენ. ამ კლუბს ფულის პრობლემა არ გააჩნია და ვფიქრობ, სანჩესში ფულის გადახდა ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან საუბარი ტოპ-ფეხბურთელზეა, რომლის შეძენა არც ისე დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძლება.

როგორც შევიტყვე, საუბარია დაახლოებით 20 მილიონ ფუნტზე. ნორმალურ ვითარებაში კი, სანჩესის საფასური დაახლოებით 90 მილიონი იქნებოდა."
- აღნიშნა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელის კონტრაქტი "არსენალთან" უახლოეს ზაფხულს იწურება და შესაძლოა, მან კლუბი უფასოდ დატოვოს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რამდენი ტიტულის მოგება შეუძლია გუნდს წელს?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
ბრაუნი, ვან გინკელი
Image