Image

კონტე: ყველაფერი შესაძლებელია

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

-ჭორები ვრცელდება, რომ ზაფხულში შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ან ლუის ენრიკემ ჩაგანაცვლოთ. რას ფიქრობთ თქვენ?
ანტონიო კონტე: "ყველაფერი შესაძლებელია. კლუბთან კონტრაქტის ვადა 1 წელშ იწურება, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დღეს აქ ხარ, ხვალ სხვაგან და თქვენს ადგილს სხვა ადამიანი იკავებს. ეს ფეხბურთია და თქვენ კარგად იცით. ჩვენ ძალიან რთული სამუშაო გვაქვს, რადგან ყველაფერი შესაძლოა მყისიერად შეიცვალოს."

-თავს როგორ გრძნობთ? როგორც ჩანს, არ ხართ დარწმუნებული, რომ მომავალ სეზონში კვლავ აქ იქნებით.

ანტონიო კონტე: "არა, მაგრამ... სეზონის დასაწყისშივე ისმოდა ასეთი კითხვები და ახლაც ისმის, რომელსაც ვუპასუხებდი: ამ კლუბისთვის, მენეჯერებისთვის ეს არის ნორმალური სიტუაცია, მაშინაც კი, თუ გასულ სეზონში მოიგეთ ინგლისის პრემიერ ლიგა და გახვედით FA თასის ფინალში. ეს არის კლუბის და მათი მენეჯერების ისტორია. მე მაქვს საკმარისი გამოცდილება ასეთ სიტუაციებთან გამკლავებისთვის, მაგრამ რატომღაც უცნაურია, რომ პირველივე მარცხის "ბარნლის" წინააღმდეგ პრესა წერდა ჩემი წასვლის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ სხვა კლუბებში ასე არ ხდება. მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი საქმის და მე მჯერა, მჯერა რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სწორ საქმეს ვაკეთებთ. თუმცა ფეხბურთში ყველფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ."скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

ვინ არის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image