Image

"ჩელსი" პირველ ტრანსფერს ახორციელებს

image
ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ზამთრის პირველი ტრანსფერის განსახორციელებლად ემზადება.

როგორც BBC იუწყება, "არისტოკრატების" ხელმძღვანელები "ევერტონის" ერთ-ერთი ლიდერის, როს ბარკლის სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს იხდიან. წყაროს ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოესი საათების განმავლობაში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

24 წლის ფეხბურთელის შეძენა "ჩელსის" ზაფხულშიც სურდა, თუმცა ტრანსფერი ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიშალა.

ბარკლის ასეთი სატრანსფერო ღირებულება იქედან გამომდინარეობს, რომ ინგლისელ ფეხბურთელს "ევერტონთან" კონტრაქტი 6 თვეში უმთავრდება და შესაძლოა მერსესაიდელებმა ის საერთოდ უსასყიდლოდ დაკარგონ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ედენ აზარი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს გუნდი?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image