Image

კონტე აზარისა და კურტუას ტრანსფერს გამოეხმაურა

image
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თქვა, რომ მეკარე ტიბო კურტუას და თავდამსხმელ ედენ აზარის შენარჩუნებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატთა" ლიდერებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.

სპეციალისტის თქმით, ტიტულებისთვის ბრძოლისთვის ასეთი დონის ფეხბურთელების ყოლაა საჭირო.

"თუ შესანიშნავ კლუბში ხარ და მის ამბიციებს მხარს უჭერ - სწორია", - ციტირებს კონტეს სიტყვებს The Guardian.

"ჩვენთვის ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, "ჩელსისთვის" ასეთი დონის ფეხბურთელების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი მიზანი ტიტულებისთვის ბრძოლაა".

"ჩვენი გუნდის გაუმჯობესებაა საჭირო, გაძლიერება და არა საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა. რაც შეეხება აზარის კონტრაქტს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხშირი კონტაქტია".

"მწვრთნელი ვარ და ჩემს ფეხბურთელებთან უნდა ვიმუშაო. ჩემი დავალება მოედანზეა, სატრანსფერო ფანჯრისთვის კი ხელმძღვანელობაა. კლუბი წყვეტს, სურს თუ არა გუნდის გაძლიერება".

"სწორედ ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ესმით, რომ რომელიღაც პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობა არსებობს. მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ. აქ იმისთვის ვარ, რათა მოედანზე იმ ფეხბურთელებთან ვიმუშაო, რომლებიც კლუბმა მომცა", - დასძინა ანტონიომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image