Image

კეჰილი: მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა

image
"ატლეტიკოსთან" მატჩის (1:1) დასრულების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ტიმ კეჰილმა აღიარა, რომ ვერ ხვდება, როგორ ვერ მოახერხა მისმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება.

"მეორე ტაიმში მეტოქეზე გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი გვქონდა. თამაშით კმაყოფილები ვართ. თუმცა, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, როგორ ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება? ასეა თუ ისე, აგებდე, ანგარიში გაათანაბრო და მატჩი ფრედ დაასრულო - ნორმალური შედეგია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, გამარჯვებას ვიმსახურებდით.

მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. ორი შესანიშნავი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რომლებიც წინ მიიწევდნენ და გამარჯვების მოპოვებას ცდილობდნენ. ვფიქრობ, მათი მეკარე შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც მას ბურთი სახეში მოხვდა. არ ვიცი, როგორ მოიგერია მან ის დარტყმული, მაგრამ სწორედ ამან მოუტანა ჩვენს მეტოქეს ერთი ქულა."


შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის ვერ მოგების გამო "ჩელსიმ" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Dato Chabaidze 7 დეკემბერი 2017 23:21
რაც მთავარია პლეიოფზე გავედით :) და მეორე ადგილსაც არაუშავს, ატლეტიკო ძალიან რთული მეტოქეა, მას გამოცდილება აქ ჩემპიონთა ლიგის ძალიან დიდი ამიტომ ფრეც საკმარისია, ჩელსის ეს თამაში რომ მოეგო რათქმაუნდა ძალიან გამიხარდებოდა მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ისეთი დონის კლუბთან რომელიც ატლეტიკოა ფრეც დამაკმაყოფილებელი შედეგია, იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტს გააკეთებენ ჩვენი ბიჭები და უფრო მეტს შეძლებენ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
მუსონდა - 15.12.2017-მდე
Image