Image

"ჩელსი", ჩემპიონთა ლიგა და სავარაუდო მეტოქეები

image

რომელი კლუბი გსურთ 1/8-ფინალში მეტოქედ?

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" 2017/18 სეზონების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. აღნიშნულ ჯგუფში პირველ ადგილზე იტალიური "რომა" გავიდა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები შესაბამისად მადრიდის "ატლეტიკომ" და აზერბაიჯანის "ყარაბახმა" დაიკავეს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნული ჯგუფური ეტაპი ყველასათვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩები ვიხილეთ და ჯგუფური ეტაპისთვის რეკორდულად ბევრი გოლი გავიდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინგლისის წარმომადგენლებიდან ყველამ, ხუთივე (!) გუნდმა შეძლო და გავიდა მერვედფინალში. ინგლისური კლუბების მიერ გატანილი გოლებიც საკმაოდ დიდ რიცხვს შეადგენს - 80-ს !!!

რაც შეეხება "ჩელსის", მათი მეტოქეები მერვედფინალურ ეტაპზე შეიძლება იყვნენ "ბარსელონა", "პსჟ" და ალბათ ყველაზე უფრო სასურველი მეტოქე - "ბეშიქთაში". თუმცა, როგორც ექსპერტებმა გამოთვალეს, ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ ლონდონურ-კატალონიური დაპირისპირება ვიხილოთ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
მუსონდა - 15.12.2017-მდე
Image