Image

ჟოზეს დავიდ ლუისი სურს

image
უკანასკნელი რამდენიმე კვირა დავიდ ლუისისთვის უმძიმესი გამოდგა. კლუბის მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ის "მანჩესტერთან" შეხვედრის განაცხადშიც კი არ შეიყვანა და პრესაში მათ კონფლიქტზე აქტიურად მიდის საუბრები.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, "წითელ ეშმაკებთან" შეხვედრაში მას გაცილებით მეტად სჭირდებოდა ანდრეას კრისტენსენი მოედანზე, ხოლო ეტან ამპადუ სათადარიგოთა სკამზე, ვიდრე დავიდ ლუისი. ეს ყველაფერი ძალიან არ მოეწონა ბრაზილიელ მცველს, რომელიც უკმაყოფილოა, რომ ასეთ დროს, კლუბმა მას მხარი არ დაუჭირა.

ამჟამად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ იანვარში "ჩელსის" სათავეში კვლავ ანტონიო კონტე იდგება, დავიდ ლუისი აქტიურად ეცდება კლუბის შეცვლას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შეძენა "არისტოკრატების" ყოფილ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობს. დავიდის წასვლის დიდი წინააღმდეგი არც ლონდონური კლუბია. თუმცა, მათ მის სანაცვლოდ როგორც მინიმუმ იმდენივეს მიღება სურთ, რამდენიც თავის დროზე "პსჟ"-ს გადაუხადეს, ანუ 34 მილიონი ფუნტის.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ბრაზილიელმა კონტეს მიერ "რომასთან" (0-3) წაგებულ შეხვედრაში შერჩეული ტაქტიკა გააკრიტიკა. თუმცა, თავად ლუისი მიიჩნევს, რომ იტალიელი მას დიეგო კოსტასთან მეგობრული ურთიერთობის გამო სჯის.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
ჟირუ
მეტოქე - საუთჰემპტონი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image