Image

მორატა: ''სტემფორდ ბრიჯიდან ფეხით მივდივარ"

image
გასულ ზაფხულში 70 მილიონ ფუნტ სტერლინგად ''რეალიდან'' ლონდონის ''ჩელსიში'' გადავიდა ალვარო მორატა, რომელიც ''სტემფორდ ბრიჯთან'' ახლოს ცხოვრობს. ესპანელი ფეხბურთელის თქმით ყოველი გამარჯვების შემდეგ სტადიონიდან სახლში ფეხით მიდის.

ალვარო მორატა El Larguero-ს ესაუბრა: ''თუ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ''სტემფორდ ბრიჯიდან'' ლუდის ქილით სახლისკენ ფეხით მივდივარ, მაცვია საკლუბო სამოსი და ''ჩელსის'' ქომაგებთან ერთად ვტოვებ სტადიონს, მაგრამ ასე მხოლოდ სამი ქულის მოპოვების შემდეგ ვიქცევი, როცა სიხარულის საფუძველი გვაქვს.''

მიმდინარე სეზონში ლონდონის ''ჩელსიმ'' საკუთარ მოედანზე ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, გამარჯვება ექვს შეხვედრაში მოიპოვა, ასე რომ მორატა ექვსჯერ წავიდა ლუდის ქილით ''სტემფორდ ბრიჯიდან'' სახლისკენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

Joe
Joe 16 ნოემბერი 2017 15:09
იმედია, ხშირად მოუწევს სახლისკენ ფეხით სიარული.)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
Image